x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135847
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
ფლორიდის შტატში დელფინებმა მასობრივი თვითმკვლელობა ჩაიდინეს?
image


დეკემბრის დასაწყისში ფლორიდის შტატში, კერძოდ ევერგლეიდის ნაციონალურ პარკში, სანაპიროზე ერთ-ერთი იშვიათი სახეობის მკვდარი დელფინები აღმოაჩინეს.ექსპერტებს ჯერ-ჯერობით უჭირთ მომხდარზე კონკრეტული მიზეზის დასახელება.46 დელფინი აღმოჩენილი იყო სანაპიროზე სადაც წყლის სიღრმე ათი მეტრია.მოხალისეთა ჯგუფი მათზე მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა მეთვალყურეობას.ამ დელფინების სახეობა ძალიან იშვიათად გამოდის სანაპიროზე, რადგან ისინი ძირითადად ძალიან ღრმა წყალში ცხოვრობენ. დელფინები მჭიდრო ჯგუფებათ შეკრულები მოძრაობენ და ექსპერტების მოსაზრებით, ეს არის დელფინების თვითმკვლელობა.დელფინების ასეთი ქცევა მეცნიერებისათვის საიდუმლოდ რჩება, ზოგი გამოთქვამს ვერსიას, რომ ეს არის იმის შედეგი, რომ ზღვაში ხშირად ტარდება საზღვაო აკუსტიკური ტესტები, ზოგი მათ სიკვდილს სხვადასხვა ვირუსებისა და პარაზიტების "თავდასხმას" აბრალებს.ექსპერტები ასევე გამოთქვამენ ასეთ ვერსიასაც, რომ როდესაც ერთ-ერთი მათგანი დაზარალდება, საშველად უხმობს სხვებს, მისი ჯგუფის წევრებს და შემდგომ ისინიც ზარალდებიან.

არის შემთხვევები, როდესაც მაშველები ახერხებენ ასეთი ცხოველების დახმარებას და მათ შემდგომ ისევ ზღვაში უშვებენ.

imageimageimageimageimageimage






.

0
165
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0