შოუბიზნესი ოთო და იულია ერთად არიანო?! 2013, 11 დეკემბერი, 2:42 ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფავორიტ წყვილად მოიაზრებოდა, თუმცა "sms"-ების ნაკლებობამ წყვილი პროექტს მიღმა დატოვა. ერთმანეთი სწორედ ამ პროექტის წყალობით გაიცვნეს და ძალიანაც დამეგობრდნენ. ისედაც შეხმატკბილებული წყვილი "აიემ გლობალ ტურმა" სამოგზაუროდ გაუშვა, მოინახულეს იორდანია, მკვდარი და წითელი ზღვა, პეტრა... მოგზაურობის დროს გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ისიც დაემატა, რომ წყვილი საღამოობით ხშირად ჩნდება კაფეებსა თუ ბარებში. ჭორების მორიგი ტალღაც აგორდა: ოთო და იულია ერთად არიანო... ვერავის გაამტყუნებ ერთმანეთზე დიდი სიყვარულითა და სითბოთი საუბრობენ, ორივეს გული თავისუფალია, შეხედავ და იტყვი ფერი ფერსაო...
"კარგი მეგობრები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის. ჯერჯერობით უბრალოდ მეგობრები ვართ.
იორდანიაში თუ თბილისში სადაც არ უნდა ვიყოთ, კარგად გვესმის ერთმანეთის, კარგად ვერთობით და მშვენივრადაც ვართ. როდესაც ბიჭსა და გოგოს ერთად ხედავენ ასეთ რამეს ყოველთვის ილაპარაკებენ"-განგვიმარტა ოთო ფოლადაშვილმა.
"ჯერჯერობით" მხოლოდ მეგობრები არიან, თუმცა ეს ნამდვილად არ გამორიცხავს სამომავლო რომანსა და წყვილს შორის თბილი გრძნობების არსებობას. უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ოთოს "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასულ სეზონებშიც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეწყვილეებთან, (შეგახსენებთ, რომ მისი მეწყვილეები ნუკი კოშკელიშვილი და რუსკა მაყაშვილი გახლდნენ) თუმცა მსგავსი ჭორები არ გავრცელებულა. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 632 5-ს მოსწონს 1-ს არა |
ჰორმონების მოზგვავება სულ სხვა სიტუაციასი ვიგულისხმე.:))))
ისე ბოლოში იცი რა უნდა მიგეწერა?? ,,ყველა კაცები ერთნაირები ხართ,, :))))))))))))))))))