სხვა ყველაზე უჩვეულო ქორწილები, რაც კი გინახავთ. 2013, 11 დეკემბერი, 10:53 ხელის მოწერა, ჯვრისწერა, მაყარი, შამპანურის გახსნა, თაიგულის სროლა, ბანკეტი და ზეიმი - ალბათ ეს ყველაფერი ყველასთვის კარგათ ნაცნობი სიტუაციაა, რაც საქორწილო ტრადიციას წარმოადგენს. თუმცა შეიძლება ბევრ თქვენგანს, ვისაც ჯერ არ უქორწინია, გადაწყვეტილი გაქვთ არა ტრადიციის, არამედ ექსტრემალური ან უფრო ორიგინალური ვერსიით დააგვირგვინოთ ე.წ. თქვენი მარტოობის წლები. სწორედ ამისთვის გთავაზობთ სტატიას, სადაც ყველაზე უჩვეულო ქორწილების კრებულს წარმოგიდგენთ და ვინ იცის, იქნებ ბევრი თქვენგანის შთაგონების წყარო გახდეს ეს.
1. აკემი კიტომ და ჰიროში მაცუოკამ გადაწყვიტეს თავიანთი კავშირი შეაერთონ ყინულის კოშკში, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე ერთ-ერთი სოფლის ტბა-სიკარიბეცუზე მდებარეობს. 2. ამ წყვილმა საქორწილოდ საკმაოდ ცხელი კლიმატი აირჩია. 3. ამ ახალდაქორწინებულმა წყვილმა კი გადაწყვიტა ჩაეყვინთა მილანის აკვარიუმში. 4. ჯოუი ბაიომ და ლიამ კი გადაწყვიტეს მანგროვის ხის ნერგები დარგან. 5. ტაილანდელი წყვილი - 29 წლის პრასიტ რანგსიავონი და 27 წლის ვირრუატონ რანგსიავონი მეტად ექსტრემალური სიტუაციების სიყვარულით გამოირჩევიან, ამიტომ ქორწილის დღეს გადაწყვიტეს "ტარზანივით" ეფრინათ. 6. კვლავ ექსტრემალის მოყვარული წყვილი. 7. შეშლილთა სცენა, სადაც სამმა ახალდაქორწინებულმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. დადგმაში კარგათ ჩანს, თუ როგორ დაუსხლტა სამიდან მხოლოდ ერთი წყვილი მეკობრის თავდასხმას. 8. წყვილმა Erin Finnegan და Ноа Fulmor-მა თავიანთი კავშირი გაამყარეს კოცნით ბოინგ 727-ზე, სადაც ერთსაათიანი ფრენის დროს ხომალდს უნდა გაეკეთებინა ყველა მანევრი ვიდრე მექსიკის ყურეს გადაუფრენდა, რაც კოსმოსში ფრენის განცდას ტოვებდა. 9. წყვილმა სინ ანდერსენმა და რუნ იამრატმა იქორწინა მსოფლიოს თოვლის ბაბუების გარემოცვაში კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარე გასართობ პარკში. 10. ელენა ბაბკინმა ხელის მოწერის შემდეგ მეუღლესთან ერთად რუსეთის ქუჩებში ველოსიპედით ისეირნა. 11. სერგეი კაუნოვს გამოყავს მეუღლე - ირინა კუზმენკო გაყინულ მდინარე ენისედან. ირინას მანამდე არასოდეს უცურავია გაყინულ მდინარეში და ეს პირველად მეუღლის ხათრით საკუთარ ქორწილში გააკეთა. 413 14-ს მოსწონს
|