x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138940
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
ერთი ფეხის ისტორია
image

პონი სახელად მოლი მიატოვეს მფლობელებმა ქარიშხალი კატრინას შემდეგ რომელიც თავს დაატყდა სამხრეთ ლუიზიანას. გარკვეული დროის განმავლობაში იგი მარტო დაეხეტებოდა სანამ არ გადაანაწილეს მიტოვებული ცხოველების ფერმაში. ფერმაში ყოფნისას თავს დაესხა Pit Bull ტერიერი და მან მოლის ისე ძლიერ უკბინა, რომ იგი თითქმის გარდაიცვალა. მისი მარჯვენა წინა ფეხი ძლიერ დაზიანდა. ვეტერინარები ფიქრობდნენ, რომ ის ვერ გადარჩებოდა. თუმცა ქირურგმა Rustin Moore-მა რომელიც მას თვალს ადევნებდა შეიცვალა აზრი. მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ პონი ცდილობდა გაფრთხილებოდა დაზიანებულ ფეხს ამავე დროს გონივრულად ანაწილებდა წონას ისე, რომ არ გადაეტვირთა ჯანსაღი ფეხი. იგი სრულიად მიენდო ადამიანებს და ხელს არ უშლიდა მათ მასზე ზრუნვაში. ექიმი დათანხმდა იმას, რომ მოეკვეთათ ცხენისათვის დაზიანებული ფეხი და შეეცვალათ პროტეზით. კლინიკიდან მოლი სხვათა დახმარების გარეშე გამოვიდა. მოლის ძალიან გაუმართლა თავის ახალ მფლობელში, რომელმაც ძალა არ დაიშურა რომ გადაერჩინა მოლი და დაეყენებინა ფეხზე. ის ამბობს, რომ მოლი ნამდვილი მებრძოლია და მიუხედავად იმ ქარიშხლისა რომლის გადატანაც მას მოუწია და ფეხის ამპუტაციისა, მას სიცოცხლის სიყვარული მაინც არ დაუკარგავს და გადალახა ყველა დაბრკოლება.

მოლის ახალი სამუშაო გამოუჩნდა. მის მფლობელს კეის დაყავს იგი საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სარებილიტაციო ცენტრებში - იქ სადაც ხალხს იმედი სჭირდებათ.

სადაც არ უნდა გამოჩნდეს მოლი ყველგან სიცოცხლის სიყვარულსა და მამაცობას ამჟღავნებს, იმედს აძლევს ხალხს რაც თვითონაც ძალიან მოსწონს.


<<ადამიანების ცხოვრებაში მოლის დიდი ადგილი უკავია, მან გადაიტანა ქარიშხალი, მძიმე ტრამვა და ახლა ის აძლევს მათ იმედს. ის აღარ იქნება ისეთი ნორმალური როგორც ადრე, ის იქნება უკეთესი>>, - ამბობს მკურნალი ვეტერინარი.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:კახა
კახა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0