x
image
K.P.
თიკა ჯამბურია დაინიშნა, ვინ არის და რას საქმიანობს მისი რჩეული?

imageყველასათვის საყვარელ და ცნობილ მომღერალ თიკა ჯამბურიას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ერთ დროს პატარა მომღერალის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობენ. სულ ახალგაზრდამ იქორწინა ბექა ხოფერიაზე, სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ნინა. საზოგადოება იმედით შეჰყურებდა ყოფილ ცოლ-ქმარს, ყველას ეგონა, რომ ადრე თუ გვიან შერიგდებოდნენ. ბოლო თვეების მანძილზე ბექა ძალიან აქტიურობდა, თიკას შერიგებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ...image

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ წყვილის შერიგება გამორიცხა. ბექა შეყვარებულია, მისი რჩეული ვინმე ლიკუნა გახლავთ, თუმცა თიკაც არ გახლავთ მარტო...image
სულ რამდენიმე საათის წინ მომღერალი დაინიშნა. როგორც გაირკვა თიკას რჩეული საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენია. ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ, თუმცა მომღერლისათვის ხელის თხოვნა მოულოდნელი გახლდათ. შეყვარებულ ქალს ბევრი არ უფიქრია, რჩეულს დასთანხმდა. ქორწინების თარიღი ჯერ არ დაუგეგმავთ, თუმცა ალბათ ეს დღეც ძალიან მალე დადგება. მომღერალმა სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ნიშნობის ბეჭედი უკეთია. საზოგადოება გაკვირვებულია, არავინ იცოდა, რომ თიკა შეყვარებული იყო. არიან ისეთებიც, რომლებიც მომღერალს ნიშნობის ბეჭედს უწუნებენ, ბიზნესმენმა, თანაც საზღვარგარეთ მოღვაწემ უკეთესი სამკაული ვერ აჩუქაო?! თუმცა ბედნიერება ხომ არც ძვირადღირებულ ბეჭედშია და არც ყველაზე იაფფასიან სამკაულში... თუმცა ვისთვის როგორ... აი თიკა კი ძალიან ბედნიერი ჩანს. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image



image

1
474
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
474
  
2013, 10 დეკემბერი, 21:09
გამეცინა....მე დავტოვე კომენტებში უკეთესი ვერ აჩუქა მეთქი...საქმე რაშია იცი???სულს და გულს თუ შევეხებით უმთავრესი ჰარმონიულობაა და არ არი აუცილებელი სხვისთვის მოსაწონი ბეჭედი გაიკეთო,ზოგს ის მოსწონს ზოგს ეს,მე გავიხუმრე არ მეგონა სერიოზულად თუ მიიღებდით..მომწონს თიკა,წარმატებებს აღწევს თანდათან და უბრალოდ თვალს ესიამოვნებოდა უფრო თანამედროვე იშვიათი ნაკეთობა....მაგრამ ჩემი რა საქმეა...ბედნიერებას ვუსურვებ თიკას
0 1 1