x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135848
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
2013 წლის, ყველაზე კაშკაშა პროექტის პრემიის ნომინანტები.
მოსკოვში, 13 სექტემბერს გაიხსნა გამოფენა "კანდინსკის 2013 წლის ყველაზე კაშკაშა ნამუშევარი", სადაც წარდგენილი იქნა პრემიის ნომინატი ნამუშევრები. ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს კი, თანამედროვე ხელოვნების და საგამოფენო ნომინანტების სფეროში ყოველ წლიურ ამგვარ გამოფენაზე მნიშვნელოვანი როლი წარმოადგენდა.


კანდინსკის პრემია 2007 წელს "შალვა ბრეუსი", ჟურნალ- "არტ ქრონიკისა" და "პრეზიდენტის ფონდის" თაოსნობით დაარსდა, რასაც საფუძვლად რუსეთის თანამედროვე ხელოვნების გაღრმავება უდევს. საერთო საპრიზო ფონდს კი 50 000 ევრო წარმოადგენს, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: წლის გამარჯვებული იღებს 40 000 ევროს ჯილდოს სახით და დანარჩენი 10 000 ევრო კი გადაეცემა ამ პროექტში გამარჯვებულ (35 წლამდე ასაკის) მხატვარს. გამარჯვებულს კი, რაღა თქმა უნდა ჟიურის სახით წარმოდგენილი ექსპერტთა საბჭოს პირები განსაზღვრავენ.



ახლა კი დროა წარმოგიდგინოთ ამ ნომინაციის მონაწილეთა ნამუშევრები:



1). ვლადიმერ არხიპოვი - "თვითნაკეთი რუსეთი".


ამ ნივთებს ხალხი ქმნის თავად და თავადვე იყენებს მათ. ეს არ არის ხელოვნების ნიმუშები ან თუნდაც სამკაულები, ეს უბრალოდ ის ნივთებია, რომლებიც არის ფუნქციური, საყოფაცხოვრებო.image



2). Recycle – «Letter F».

სოციალური ქსელების ავტორები ცდილობენ დაამყარონ სრულიად ახალი სოციალური წესრიგი, შექმნან თავიანთი კანონები, ტრადიციები და რიტუალები. ჩვენი ეპოქა კი იმითია განსხვავებული, რომ ვცხოვრობთ როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სამყაროში. ამის მაგალითია Facebook-, სადაც დაარსებიდან დღემდე არცერთი მასალა არაა წაშლილი და ღრმად ინახება.

image



3). დიმიტრი კავარგა - "სამყაროს აღსასრული".

წარმოადგენს მხატვრის სიზმარს ფილოსოფიური თვალსაზრისით სამყაროს აღსასრულის შესახებ.image





4). ვალერი მელნიკოვი - " ფეთქებადი მშვიდი ცხოვრება".

სამართალდამცავი ორგანიზაციების მიხედვით დაღესტანი ევროპის ქვეყნებს შორის საცხოვრებლად ყველაზე სახიფათო ადგილს წარმოადგენს. მზარდი ისლამური რადიკალიზმის, შეიარაღებული ჯგუფების, უშიშროების ძალების გავლენის ქვეშ თუ როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანი.


image



5) ლიზა მოროზოვა - "ღამის პერანგი".

გოგონა ღამის პერანგის ამარა, საკუთარი დღიურიდან ჩანაწერის კითხვით გადის დამტვრეული მინით მოფენილ "პოდიუმის"
ბილიკს.

image


6). ელი კუკა - "მსოფლიო წესრიგის დამყარება".

მხატვრებმა ამ ნიმუშით წარმოადგინეს, რომ სურთ მსოფლიო წესრიგის დამყარება, რომელსაც დიდი ძალა გააჩნია. პოპულარული გამონათქვამის მიხედვით "მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთკავშირშია" მათ დაიტოვეს უფლება მაყურებელი ჩარეულიყო ამ "სტენდში", რაც შემდგომ თაობებს გადაეცემა.

image



7). ვლადიმერ სელეზნევი - "მეტროპოლისი".

ხელოვნების ეს ნიმუში დაკავშირებულია 1927 წლის, გერმანულ ფილმ Fritz Lang-თან, სადაც წარმოსახვითი ქალაქი არის ორად გაკვეთილი: აქედან ზედაზე წარმოდგენილია მთავარი ოსტატების ცხოვრება; ხოლო ქვედაზე კი მუშების. ხელოვანი აგროვებს "ნაგავს" და მათით განასახიერებს ამ ქალაქს, რომელიც სიბნელეში ულამაზეს რომანტიულ იმიჯს იღებს.


image
image






8). ტიმოფეი პარშიკოვი - "Times New Roman".

ნებისმიერ დროს, ყოველი ახალი პოლიტიკური და ფინანსური ელიტა გრძნობს კლასიკური კულტურის იდენტიფიცირების აუცილებლობას. ანტიკურ საბერძნეთზეა გამახვილებული ყურადღება, რომელიც წარმოადგენს ნიმუშების, კულტურული ძეგლებისა თუ მკურნალობის მხრივ ლეგენდას, რამაც განიცადა საგრძნობი შემცირება კულტურული ღირებულებებისა. ვინაიდან დღეს ამ ტრადიციულ გზას აგრძელებს არა მარმარილოს, არამედ თაბაშირის გამოსახულებები.


image

5
41
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
41
  
2013, 9 დეკემბერი, 21:03
მე მაინც კლასიკას ვცემ პატივს, ამ ავანგარდიზმისა ვცერაფერი გავიგე.:)
2013, 9 დეკემბერი, 21:02
ალბათ, ან რასაც კითხულობდა მაგ დროს თავისი დღიურიდან, რაიმე ტკივილთან ასოცირდებოდა. ზოგიერთი ხელოვნების ნიმუში შეუდარებელია, ზოგისა კი მეც არ მესმის ხოლმე :)
2013, 9 დეკემბერი, 20:59
გამაჟრჟოლა, ეგ რომ ვნახე...რაღაცნაირი დეპრესიული შემოქმედებაა, არა?
2013, 9 დეკემბერი, 20:58
დამტვრეულ მინაზე საღამურიან გოგოს აზრს ვერ ჩავწვდი, სხვებს არაუშავს.
2013, 9 დეკემბერი, 20:50
მდაააა..მთლად გარეკა ამ "ნიჭიერმა" ხალხმა, ან მე არ მესმის ხელოვნების არაფერი.:)
0 1 5