პროფილაქტიკა რა სიმპტომები ახასიათებს მიკროელემენტების ნაკლებობას ან სიჭარბეს 2013, 8 დეკემბერი, 19:59
ადამიანის ორგანიზმი თავისი შემადგენლობით პირდაპირ "მენდელეევის ცხრილია".
რომ ვიყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი, რეგულარულად უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს 20-მდე მიკროელემენტი.აი ჩამონათვალი იმ ნივთიერებებისა რომელთა ბალანსის დაცვა ყველაზე მეტად მოგვეთხოვება.
1.კალიუმი.
დღეღამური მოთხოვნილება ამ ელემენტზე 2-3გრამია.ჭარბი რაოდენობა იწვევს:სახსრების ტკივილს, დისპეფსიას, გულისა და თირკმელების ფუნქციის მოშლას;დეფიციტის დროს კი ადგილი აქვს:დეპრესიას, სისუსტეს და არტერიული წნევის დაცემას. 2.ნატრიუმი. დღეღამური მოთხოვილება–4გრ.სიჭარბე იწვევს:ტემპერატურის აწევას, პირის სიმშრალეს;ხოლო დეფიციტი იწვევს:სისუსტეს, თავის ტკივილს, ღებინებას. 3.კალციუმი. დღეღამური მოთხოვნილება:1-1, 5გრ.სიჭარბე იწვევს:მადის დაქვეითებას, პირის სიმშრალეს, სისუსტეს, მაღალ წნევას;დეფიციტი იწვევს:კუნთების სპაზმებს, დეპრესიას, კბილების დაშლას და ოსტრეოპოროზს. 4.მაგნიუმი. დღეღამური მოთხოვნილება:–0, 3გრ.სიჭარბე იწვევს:ძილიანობას და სისუსტეს;დეფიციტი კი:ხელების კანკალს, ნევროზს, ტკივილს გულის არეში, კენჭების წარმოქმნას თირკმელებში. 5.ფოსფორი. დღეღამური მოთხოვნილება:1, 5-3გრ.სიჭარბე იწვევს:წნევის დაცემას, კალციუმის დაკარგვას, კბილების დაშლას;დეფიციტი იწვევს:გონებრივ ჩამორჩენილობას, მეხსიერების დაკარგვას, კბილების ემალის სისუსტეს. 6.რკინა. დღეღამური მოთხოვნილება:–15მგ.სიჭარბე იწვევს:გულისა და ღვიძლის დაავადებებს;დეფიციტი იწვევს:სისუსტეს, ანემიას, გასტრიტს, ყაბზობას და კანის სიმშრალეს. 7.იოდი. დღეღამური მოთხოვნილება:–0, 2მგ.სიჭარბე იწვევს ალერგიულ დაავადებებს;დეფიზიტი იწვევს:ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, საერთო სისუსტეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას! 1470 5-ს მოსწონს
|