სუპერმარკეტების საიდუმლო და მოტყუებული მყიდველები, რომლებიც ხორცის ნაცვლად წყალს ყიდულობენ
ქათმის გაყინული მკერდის ხორცი, ე. წ. - "ფილე" გაბერილი არის 20% -ით წყლით და სხვა დანამატებით. მყიდველები შეშფოთებული არიან, რადგან უწევთ ფულის გადახდა ხორცის ნაცვლად წყალში. ფრინველის ხორცის გადამუშავება ხდება Westbridge Food Group -ში, იფუთება და უკეთდება წარწერა წონის და ფასის შესაბამისად. ეს ძირითად ეხება ბრაზილიიდან იმპორტირებულ ხორცს.
ხორცს ყრიან ბეტონისამრევ მანქანის მსგავს დანადგარში, ამატებენ წყალს, სიმინდის ზეთს, მარილს და სხვა ნივთიერებებს, მათ შორის "შემნახველსაც". სუპერმარკეტებიც არ არღვევენ კანონს და ყიდიან პროდუქციას, თან თუ წონასთან ერთად ფასიცაა მითითებული შეფუთვაზე.![სუპერმარკეტების საიდუმლო და
მოტყუებული მყიდველები, რომლებიც
ხორცის ნაცვლად წყალს ყიდულობენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013120723112212559.jpg)
დანამატები იმისთვისაა საჭირო, რომ ხორცი არ გაფუჭდეს, მაგრამ წყლით გაჯერებული ხორცი, როგორც ამტკიცებენ, უფრო წვნიანად და ნედლად ინახება. ხოლო იმისთვის, რომ ეს შედღვებილი წყალი არ გამოშორდეს ხორცს, შიგ ურევენ ფოსფატებს.
ბევრმა მყიდველმა კი, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, არ იცოდა ხორცში არსებული დანამატების შესახებ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქათმის ბრაზილიურ პროდუქციაში წყლის წილი 18 %-ია. ეს გამოკვლევები დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. იქაურ სუპერმარკეტებში იყიდება სხვადასხვა ქვეყნის პროდუქცია. ისლანდიიდან შემოტანილ ქათამში წყლის წილი მხოლოდ 15 % აღმოჩნდა. ხშირად იმპორტიორები დაუმუშავებელ ხორცს ყიდულობენ, ამუშავებენ, ურევენ დანამატებს და წყალს და ამაში თვეში მილიონობით ევროს ეკონომიას აკეთებენ. წყალი მათ ჯიბეს ასქელებს, მყიდველისას კი თქვენ განსაჯეთ.