კერძები ფრინველის ხორცისაგან გემრიელად მომზადებული ქათმის მკერდი 2013, 7 დეკემბერი, 19:29 ინგრედიენტები:
● ქათმის მკერდის ფილე - 500 გ.
● კვერცხი - 1 ცალი
● მაიონეზი - 3 სუფრის კოვზი
● პურის ფქვილი (უმჯობესია საუკეთესო ხარისხის) - 3 სუფრის კოვზი ● მარილი, ლიმნის წვენი და სუნელები - გემოვნებით მომზადება: ქათმის მკერდი დავჭრათ ისე, რომ 2-3 მოზრდილი ნაჭერი გამოვიდეს. ამასობაში კვერცხს დავუმატოთ ფქვილი, მაიონეზი და მარილი გემოვნებით. აგრეთვე შეგვიძლია დავუმატოთ სუნელები, რომლებიც ქათმის მოსამზადებლად გამოიყენება (ცოტა ყვითელი ყვავილი, ხმელი სუნელი, ხმელი ქინძი და ა.შ.). მსუბუქად მოვშუშოთ ქათმის ხორცი ორივე მხრიდან და ჩავდოთ უკვე მომზადებულ სოუსში, სადაც დაახლოებით 2-3 საათი გავაჩერებთ. ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და დაველოდოთ 15-20 წუთი. გამოღებულ ხორცს მოვასხათ ლიმნის წვენი და... გემრიელად მიირთვით 478 9-ს მოსწონს
|