სხვა 11 წლის ბიჭი ძაღლივით ჯაჭვით დაბმული დაყავთ. 2013, 7 დეკემბერი, 18:52 11 წლის ბიჭი სახელად Zili, ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში ძაღლივით, ჯაჭვით დაბმული დაყავთ. ეს არა ადამიანური მეთოდი, რომელიც არატრადიციულ მაგალითს წარმოადგენს, მისმა მშობლებმა გამოიყენეს ფსიქიური აშლილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მთელი დღის მანძილზე ბავშვი იმყოფება ჯაჭვით დაბმული კონტროლის ქვეშ, ქუჩა იქნება ეს თუ უბრალოდ ეზო, არ აქვს მნიშვნელობა.
ერთი წლის ასაკში ბავშვს ძლიერად დაურტყამს თავი, რამაც გამოიწვია ტვინის დაზიანება. სწორედ მას შემდეგ, აღნიშნული ტრავმის შედეგად პატარამ დაკარგა თავის კონტროლი და ფსიქიური აშლილობის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ესხმოდა თავს ქუჩაში გამვლელებს, რის გამოც ძაღლივით დაბმა გახდა გამოსავალი. ზილი მას შემდეგ, რაც დედა კიბოთი გარდაეცვალა, იმყოფება ინვალიდი პაპისა და გონება ჩამორჩენილი მამის მეთვალყურეობის ქვეშ. P.S. აშკარაა შესაბამისი სახსრები არ გააჩნდა ოჯახს და ვერ მიხედეს პატარას, თორემ მხოლოდ ძაღლივით დაბმა არ არის გამოსავალი. ასაკს რაც შეეხება, 11 წლისას ფოტოზე აღნიშნული ბავშვი არ შეესაბამება, იქნებ რაიმე სინდრომი აქვს და მხოლოდ თავის დარტყმით გამოწვეული ტრავმა არ არის- ჩემი აზრი ასეთია. (გული დამეწვა). 71 12-ს მოსწონს
|