![პოლ უოლკერი ცოცხალია თუ მკვდარი? image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/201312071559228432.jpg)
კინოვარსკვლავის თაყვანისმცემლები არ მშვიდდებიან და ითხოვენ უტყუარი ფაქტების წარმოდგენას იმის შესახებ, რომ პოლ უოლკერი მკვდარია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თვლიან, რომ ის ისევ ცოცხალია.
ამ დროისათვის ამერიკაში გრძელდება ფაქტის გამოძიება პოლ უოლკერის და მისი მეგობრის, ბიზნეს-პარტნიორის როჯერ როდასას დაღუპვის შესახებ.ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შტატ კალიფორნიაში, ქალაქ სანტა-კლარიტაში, თაყვანისმცემლები კატეგორიულად უარყოფენ ვარსკვლავის გარდაცვალების ფაქტს და მას ხუმრობად მიიჩნევენ.
ყველაზე ყურადღებიანმა და გულმოდგინე თაყვანისმცემლებმა ისიც კი შეამნიეს, რომ Porshe Carrera GT-ი, რომელსაც მართავდა პოლ უოლკერი არ ემთხვევა იმ მოდელს, რომელიცდაიწვა ავტო-ავარიის შედეგად ქალაქ სანტა კლარიტაში.
თაყვანისმცემლები გააკვირვა იმ ფაქტმაც, რომ პოლიციამ მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეძლო და მოახერხა შემთხვევის შედეგის გამოქვეყნება.
როგორც არ უნდა იყოს, გარდაცვლილის ნათესავებმა, მამამ და თხუთმეტი წლის ქალიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადეს თანაგრძნობისთვის თაყვანისმცემლებს და სთხოვეს არ დაეხარჯათ თანხა სამგლოვიარო ყვავილებსა და აქსესუარების შესაძენად, არამედ შეგროვებული თანხა გადაერიცხათ საქველმოქმედო ფონდ Reach Out Worldwide-ში.