x
image
ბატონოგედი
თუ სოფელში ხარ გაზრდილი
მომენატრა ქსანი,

ბოლში როგორიც იყო.

ცურვა მინდა წყალში,

სულ რომ ცივი იყო.



ჩემი ბებო კალოზე,

ხელით მზე მოჩრდილული.

მაგზავნიდა წყაროზე,

ენა მოჩლიქული.


ჩემი პაპამოხრილი,

ხელში ჯოხით შვინდის.

მიკეთებდა სალამურს,

რომ ვიყავი შვიდის.


ნედლ ხის ტოტებს მჭრიდა,

ააცლიდა ქერქს,

მე და ჩემი დაიკო,

ავიკლებდით მთებს.


ნახირს უკან მივდევდით,

ავუწყობდით ფეხს,

გვიყვებოდნენ ძველზღაპრებს,

გვაყოლებდნენ ლექსს.


მიქაელიანი !


დილით შეშის ტკაცუნით,

გვაღვიძებდა სითბო.

თხის რძეს მოვიყუდებდით,

ვანდომებდით დიდ დროს.


მაშინ ბავშვი ვიყავი,

ბედნიერი ვმღეროდი,

ახლა დიდი რომ გავხდი,

იმ დროს ვეღარ ველევი.


წლითი წლობით ვიზრდები,

მემატება ასაკი.

ახლა გახდა ბავშვობა

მოგონება ლამაზი.

3
21
6-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
21
  
2013, 13 დეკემბერი, 17:23
მე ბებო მყავს ქსანში, ასე რომ მდინარე ქსანზე ხშირად ვცურავდი :)
2013, 7 დეკემბერი, 19:25
გენაცვალე :) საიდან ხარ ? მე მორბედაანსჰი მაქვს ბავსჰვობა გატარებული
2013, 7 დეკემბერი, 15:41
მომენატრა ქსანი,
ბოლში როგორიც იყო.
ცურვა მინდა წყალში,
სულ რომ ცივი იყო.

მეეეც ძალიან მომენატრაა :)
0 1 3