x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სოციალური კონტრასტი - მდიდარი და ღარიბი. (ფოტოკრებული, რომელიც დაგაფიქრებთ)
ჟურნალი "Forbes"-ის მიხედვით ჩინეთში 122 მილიონერი გამოვლინდა, რაც იმას მეტყველებს, რომ თანამედროვე, მსოფლიოს მილიარდერების სიაში მეორე ადგილი უკავია. ამავ დროს ჩინეთის მოსახლეობის 13% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რომელთა დღიური შემოსავალი მხოლოდ 1.25$-ს შეადგენს.


2012 წელს ქვეყნის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო გამოვიდა სიტყვით, რომ ქალაქისა და სოფლის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეს გაუორმაგდება ყოველი შემოსავალი, თუმცა ეს საკითხი მოგვარდება სავარაუდოთ 2020 წლისათვის. დღეს კი მდიდარსა და ღარიბს შორის არსებობს უზარმაზარი სოციალური უფსკრული, რაც ყოველწლიურად უფრო იზრდება.



ახლა კი გთავაზობთ ამ სოციალური კონტრასტის-მდიდრისა და ღარიბის ანალოგ, რეალურ მაგალითებს:



1). ადამიანის ფეხი, თიხითა და მიწით დაფარული მას შემდეგ, რაც დაბრუნდა ნაკვეთიდან შესრულებული სამუშაოს შემდეგ. აქვე, ფეხი მოდელის, რომელიც იმყოფება პოდიუმზე გადაღებების დროს.image


2). გოგონა, რომელიც ცხოვრობს პეკინის ღარიბ კვარტალში, იბანს თავს თასში. აქვე, პეკინის პრესტიჟულ უბანში არსებული ფრანგული სალონი "ერიკ კონსტანტინო", სადაც თავს იბანენ ე.წ. მაღალი ფენის წარმომადგენლები.


image



3). იან ვეის ოჯახი, რომელიც ცხოვრობს პეკინის გარე უბანში, 5 კვადრატულ ფართში, რომლის ღირებულება 65 $-ს შეადგენს. თავად იანი მუშაობს მშენებლობაზე, ხოლო მისი მეუღლე კი ალაგებს სახლებს, ჰყავთ ორი შვილი. აქვე, ჩზაო ციანის ოჯახი, რომელიც ცხოვრობს პეკინის პრესტიჟულ უბანში 117 კვადრატულ, 500 000 $-ის ღირებულების სახლში. ჩზიას აქვს საკუთარი კომპანია და გარდა ამისა კიდევ ორი ბინა ჩინეთში, ჰყავს მეუღლე რაღა თქმა უნდა და ერთი შვილი.

image



4). დაბალი ფენის მაღაზია და აქვე ძვირადღირებული ბუტიკი პეკინში.

image


5). პეკინის დაბალი ფენის წარმომადგენლები უყურებენ ქუჩის ცირკს. აქვე, მაღალი ფენის საზოგადოება მოდის ჩვენებაზე მოდის სახლ-Ming Dynast-ში.image



6). დაბალი ფენის წარმომადგენლები სწრაფი კვების ობიექტთან ჩამუხლულები მიირთმევენ ბრინჯს, რომლის ერთი ულუფა 1, 6 $-ს შეადგენს. აქვე, მდიდარი ფენის წარმომადგენლები პეკინის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიირთმევენ ზღვის ყურის კერძს 80$-ად და ზვიგენის ფარფლის კერძს 60$-ად ღირებულს.image



7). მეგობრული შეკრება დაბალი ფენის წარმომადგენლებში, რომელიც სადილით შემოიფარგლება, ღარიბი ოჯახი ხელგაშლილია. აქვე, მეგობრული თავშეყრა პეკინის ერთ-ერთი სასტუმროს კაფეში ყავის სმით შემოიფარგლება.image




8). ღარიბ რაიონში საოჯახი ინვენტარით მოვაჭრე. აქვე, მდიდარ რაიონში საოჯახო ინვენტარის მაღაზია.image


9). დაბალი ფენის ცენტრალური, სავაჭრო ქუჩა ღამით. აქვე, მდიდარი ფენის ცენტრალური, სავაჭრო ქუჩა ღამით.image



10). დაბალი ფენის საერთო საპირფარეშო. აქვე, მაღალი ფენის საერთო საპირფარეში სავაჭრო ცენტრში.image



11). ღარიბ რაიონში პოვარი "ლაფშის" იმპროვიზაციას აკეთებს ქუჩაში. აქვე, შეფ-პოვარი ამზადებს სადილებს პეკინის პრესტიჟულ რესტორანში. image

12). მინდორში, მუშაობით დაღლილი ადამიანი ისვენებს მიწაზე. აქვე, მდიდარი ფენის წარმომადგენელი დაღლილი ადამიანი ისვენებს სალონში და იკეთებს განტვირთვის მასაჟს.image




13). დაბალი ფენის წარმომადგენელი ბავშვი, რომელიც კარში ელოდება მშობლებს თუ როდის დაბრუნდებიან სამსახურიდან. აქვე, მდიდარი ფენის წარმომადგენელი ბავშვი, რომელიც საამურად ატარებს ბავშვობას გასართობ ცენტრში.image

14). ბოსტნეულით მოვაჭრე ადამიანი პეკინის ღარიბ რაიონში. აქვე, ბოსტნეულის მაღაზია პეკინის პრესტიჟულ უბანში.image



15). მრავალსართულიანი საცხოვრებელი "კორპუსი" ღარიბ რაიონში. აქვე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი "კორპუსი" მდიდარ რაიონში.image

6
294
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
294
  
2013, 7 დეკემბერი, 12:40
გაიხარეთ.
2013, 7 დეკემბერი, 12:37
სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს სტატიებს, ძAლიან მომწონს
2013, 7 დეკემბერი, 12:34
შთამბეჭდავია... და ძალიან კარგი სტატიაა!
2013, 7 დეკემბერი, 11:54
გული დამიმძიმდა დილიდანვე...:(
2013, 7 დეკემბერი, 11:50
ნამდვილად, სტატიის ბოლოს მინდოდა ამეღნიშნა P.S. რომ ანალოგიური ხდება ჩვენთანაც, რაც მეტი გვაქვს, მეტი გვინდა, ამ დროს კი რამდენს ენატრება სითბო, ცხელი ჩაი და ერთი ნაჭერი პური. :(
2013, 7 დეკემბერი, 11:47
გული მეტკინა მაგრამ ეს ხომ რეალობაა,განა ჩვენთან ცოტაა მსგავსი მაგალიტები შორს რომ არ წავიდეთ?
0 1 6