x
image
რუსუდან ბერიძე
რატომ არ შეიძლება წყლის 2-ჯერ გადადუღება?
image

წყალი პირდაპირი მნიშვნელობით ითვლება სიცოცხლის წყაროთ, რადგან ჩვენი ორგანიზმის 80%-ს წყალი წარმოადგენს, ახალშობილების კი 90%-ს, ამიტომ მის ხარისხზე ძალიან მკაცრი მოთხოვნა უნდა იყოს.

სამწუხაროდ ის წყალი, რომელიც წყლის სისტემიდან ჩვენს ონკანში მოდის, შეიცავს არამარტო სასარგებლო ნივთიერებებს, არამედ ელემენტ ქლორის ნაერთებსაც და სხვა მავნე მინარევებს, რომლებსაც თანამედროვე აღჭურვილობის ფილტრებიც კი ვერ ფილტრავენ.

მეცნიერების თვალსაზრისით არც ბუნებრივი გზით– მიწიდან ამოსული წყაროს წყლები ითვლება საიმედოდ, რადგან ზედაპირზე ამოსვლამდე ნიადაგის ფენები უნდა გაიაროს, ნიადაგი და გარემო კი საკმაოდ დაბინძურებულია.


ერთ-ერთ მეთოდად, მავნე ნივთიერებიდან წყლის გასაწმენდად ითვლება მისი ადუღება, რომლის დროსაც იღუპება უამრავი ბაქტერია, ქლორის შემადგენლობაც იკლებს და წყალი უფრო რბილი ხდება.მაგრამ მრავალმხრივმა გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ მძიმე მეტალები არ იღუპებიან წყლის ამგვარი დამუშავების შემდეგაც.პირიქით ქლორის ზოგიერთი ნაწილაკი, შეიძლება რომელიმე მეტალთან რეაქციაშიც კი შევიდეს და გარდაიქმნას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე და საშიშ ნივთიერებად.

თუ ერთდაიგივე წყალს რამდენჯერმე ავადუღებთ, რასაც ხშირად მიმართავენ სამუშაო ოფისებსა თუ სასადილო დაწესებულებებში და ოჯახშიც კი, მავნე ნივთიერებების რაოდენობა ყოველ ჯერზე უფრო მეტად იზრდება, სასარგებლო ნივთიერებების წილი ძალიან მცირდება. ამ დროს ამბობენ:სასარგებლო და “ცოცხალი"წყალი გარდაიქმნა მავნე და “მკვდარ"წყლად.

ამიტომ არ შეიძლება ერთიდაიგივე წყლის რამდენჯერმე წამოდუღება.ანადუღარი წყალი აუცილებლად უნდა გადავღვაროთ და ახალი “ცოცხალი"წყალი ავადუღოთ, რომ ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნად.



ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!image















1
1167
9-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1167
  
2013, 7 დეკემბერი, 12:40
მე რომელიღაც გადაცემაში მოვისმინე ამის შესახებ, ნამდვილად დაუშვებელია გადადუღებული წყლის გამოყენება. გაითვალისწინეთ, ვინც არ იცოდით!
0 1 1