x
image
რუსუდან ბერიძე
რით შეგვიძლია შევცვალოთ მაიონეზი.(მაშას რეცეპტებიდან)
image

მაიონეზი ძალიან ბევრის საყვარელი სოუსია, ბავშვებსაც ძალიან უყვართ და ზოგადად დიასახლისებს ვერ წარმოგვიდგენია გემრიელი სალათი მაიონეზის გარეშე, მაგრამ ამავდროულად ვიცით, რომ არ არის ჯანსაღი კვებისთვის მიზანშეწონილი მაიონეზის ხშირად მიღება.მაგრამ შეგვიძლია ჩვენ თავად მოვამზადოთ შესანიშნავი სოუსი, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სალათებში და არანაკლებ გემრიელია მაიონეზზე.მოამზადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით.

ამისთვის კი საჭიროა შემდეგი კომპონენტები:



1.3ს.კ.–ზეითუნის ზეთი.

2.1ს.კ.–ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.

3.1ჩ.კ.–მდოგვი

4.7ს.კ–არაჟანი

5.მარილი და წიწაკა გემოვნებით.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ავთქვეფთ კარგად ზეთს, ლიმონის წვენს ან ძმარს, მდოგვს, წიწაკასა და მარილს, ვიდრე არ გაერთიანდება.

დავუმატოთ არაჟანი და ავთქვიფოთ ისევ კარგად.მივიღებთ შესანიშნავ სოუსს, რომელიც უხდება ყველა სალათს სადაც მაიონეზი გამოიყენება.აგრეთვე კარგია ბუტერბროდისთვისაც.მოამზადეთ და ისიამოვნეთ ამ შესანიშნავი სოუსით.


წარმატებებს გისურვებთ!


თქვენი მაშა.image

4
232
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
232
  
2013, 7 დეკემბერი, 0:01
ეს რაც გიწერია რამდენი გრამი გამოვა ამით?
2013, 6 დეკემბერი, 22:50
ისე მე სალათებში მაიონეზს და არაჟანს ვურევ ხოლმე, მე არ მიყვარს მაიონეზი და ასე უფრო შემიძლია შევჭამო, მარტო მაიონეზიანს ვერ ვჭამ. ზოგი რომ პურზე უსვამს კარაქივით და გემრიელად მიირთმევს, მიკვირს მათი.:)
2013, 6 დეკემბერი, 22:45
ხო მაგრამ უმი კვერცხი ცოტა მძიმეა მაინც და თან ბევრი ზეთიც უნდა მაგას
2013, 6 დეკემბერი, 22:37
მე კვერცხით და ზეთით ვამზადებ. კარგა ხანია, არ ვყიდულობ.
0 1 4