x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მოხერხებული მშობლები.

სულ ახლახანს გადავაწყდი ერთ-ერთ მედიაზე ამ საინტერესო, რეალურ ამბავს, რომელმაც საოცრად გამახალისა და კარგ განწყობაზე დამაყენა, თან ამასთან ერთად, ბევრის შთაგონების წყარო გახდება ეს ამბავი მჯერა.


მოხუცი კაცი მაიამიდან ურეკავს თავის ვაჟიშვილს ნიუ-იორკში- "მისმინე, მე და დედაშენი ვშორდებით, 45 წლიანი სიგიჟე დამთავრებულია" "-მამა რაზე ლაპარაკობ"? პასუხობს გაოცებული შვილი. "ჩვენ ერთად ვეღარ ვძლებთ. მე დავიღალე მისი მობერებული სახისგან და დავიღალე ამ თემაზე ლაპარაკისგან, დაურეკე შენს დას ჩიკაგოში და უთხარი ამის შესახებ" და მამამ ყურმილი დაკიდა. ვაჟიშვილი ურეკავს თავის დას- "შორდებიან? რა ჯოჯოხეთია." ამბობს და და ურეკავს მამას. "თქვენ არ დაშორდებით! ხვალ მე და ჩემი ძმა გამოვფრინდებით მაიამიში, რომ ამ თემაზე დავილაპარაკოთ, მანამდე არც ადვოკატს დაურეკოთ, არც საბუთები მოამზადოთ, გასაგებია!?" მამა ყურმილს კიდებს, თავის ცოლს უბრუნდება და ეუბნება: "შობას ყველანი ერთად ვიქნებით, ისინი ხვალ მოფრინავენ".


image

3
198
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
198
  
2013, 6 დეკემბერი, 20:27
დრო,დრო დრო,რაც ხშირად შვილებს არ გვრჩება მშობლებისათვის:(
2013, 6 დეკემბერი, 19:22
ნაცნობი ისტორიაა, მაგრამ მაინც გამეღიმა...სითბო მოაქვს რაღაცნაირი:)
2013, 6 დეკემბერი, 19:20
ძალიან ვიხალისე.კარგი ისტორია იყო
0 1 3