1- მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ის დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, თუმცა ადამიანს 135 გრამის ოდენობით მაკარონი აუცილებალად ესაჭიროება. ეს საკვები შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ დიდხანს გაგყვეთ დანაყრების შეგრძნება და არ მოგშივდეთ, მიირთვით ის ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად, მაგრამ გარკვეული ლიმიტით.
2- ვაშლი- ადამიანები, რომლებიც ნოყიერ ჭამამდე ვაშლს მიირთმევენ 187 კალორიით ნაკლებს იღებენ. მედიკოსებიც აცხადებენ, რომ ამ ბოჭკოთი მდიდარ საკვებს შეუძლია თქვენი შიმშილის შეგრძნება შეასუსტოს და სისხლში შაქრის შემცველობა დააბალანსოს.
3- სუპი- დაივიწყეთ დაკონსერვებული სუპები, სახლის პირობებში გაკეთებულ საკვებზე ძვირფასი არაფერია. ერთად მოხარშეთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, არ დაგავიწყდეთ ლობიოს დამატებაც. ასე მომზადებული სუპი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, რაც აუცილებლად შეამცირებს თქვენს შიმშილს.
4- ქოქოსის რძე- წვავს ცხიმებს და გეხმარებათ დიდხანს გაგყვეთ კმაყოფილების შეგრძნება. შეგიძლიათ ის დაამატოთ ნებისმიერ სასმელს ან აუცილებლად დალიოთ დილაობით. უპირატესობა ახალ ქოქოსს მიანიჭეთ და წვენიც ახლადდაწურული მიირთვით.
5- ნუში- იმის გამო, რომ მდიდარია სასარგებლო ცხიმებითა და ბოჭკოთი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გტოვებთ დანაყრებულს. არ შეიცავს ქოლესტერინს და ძალიან კარგი საშუალებაა გულის დაავადებების პრევენციისთვის.
6- ორაგული- დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს. მასში შემავალი სხვადასხვა ნივთიერების წყალობით ადვილად მოსანელებელი და მსუყე პროდუქტია. ძალიან კარგი იქნება თუ მას ბოსტნეულის რაგუსთან ერთად და მსუბუქი ბოსტნეულის სალათის თანხლებით მიირთმევთ.
7- ინდაური- განსაკუთრებით გემრიელი მისი თეთრი ხორცი. მასში შემავალი ნივთიერებები პირდაპირ ტვინს მიეწოდება და აწვდის სიგნალებს, რომ ორგანიზმი კარგადაა დანაყრებული, თანაც ეს შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ.
8- ჟოლო- ზოგადად ყვეა ხილი გამოირჩევა სასარგებლო თვისებით, მაგრამ თქვენ მაცივარში ჟოლო აუცილებლად უნდა გქონდეთ, თანაც ყოველთვის. ერთი ჭიქა ჟოლო ბევრად უფრო მეტ ბოჭკოს შეიცავს, ვიდრე მარწყვი ან მოცვი. ბოჭკო კი მთავარი ნივთიერებაა ნაყროვანების საქმეში. ჟოლო იმათაც არის განსაკუთრებული, რომ დაბალკალორიული პროდუქტია, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და C ვიტამინს