ცივი კერძები საუზმე კიბოს ჩხირებისგან 2013, 5 დეკემბერი, 11:13 ინგრედიენტები:
● კიბოს ჩხირები - 1 შეკვრა (200 გ.)
● კვერცხი - 3 ცალი
● ყველი - 70-100 გ.
● ნიორი - 1 კბილი ● მაიონეზი - გემოვნებით ● სალათის ფურცლები და მწვანილი - მოსართავად მომზადება: მოვხარშოთ კვერცხი და ცილა მოვაცალოთ გულს. ყველი გავხეხოთ უხეშად. ავურიოთ ერთმანეთში წვრილად დაჭილი კვერცხის ცილა, ყველი, ნიორი და მაიონეზი. კიბოს ჩხირები გავაჩეროდ ცხელი წყლის ქვეშ რამოდენიმე წუთი და შემდეგ გავშალოთ "რულონები". მათში მოვათავსოთ მიღებული მასა და კვლავ გადავახვიოთ. შემდეგ ისინი დავალაგოთ სალათის ფურცლებზე და ზემოდან მოვაყაროთ კვერცხის გული და გახეხილი ყველი, შეგვიძლია მოვრთოთ მწვანილებითაც. გემრიელად მიირთვით 154 8-ს მოსწონს
|