თავის მოვლა თმის ცვენა,მიზეზები და ამ პრობლემის გადაჭრის გზები 2013, 4 დეკემბერი, 22:21
ამბობენ:ლამაზი და მოვლილი თმა, ქალის სამკაულიაო.
სამწუხაროდ 21–ე საუკუნის მასიურ სენად იქცა–თმის ცვენა.
თმის ცვენა ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა გოგონებში.რომ გადავჭრათ ეს პრობლემა, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ მიზეზები, რისგან არის ეს გამოწვეული.
ახლა განვიხილოთ სწორედ ეს მიზეზები: 1.ესტროგენის ნაკლებობა. ლამაზ და ჯანმრთელ თმებზე ზრუნავს ჰორმონი–ესტროგენი.თუ ამ ჰორმონის ნაკლებობაა ორგანიზმში, იწყება თმის ცვენა.მთავარი მიზეზი ამ ჰორმონის დაქვეითების არის ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება და ბავშვის გაჩენა.ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტების მიღება და ბავშვის გაჩენაზეც თავი შეიკავოთ დროებით, ვიდრე ეს ჰორმონი ნორმის ფარგლებში არ აიწევს. 2.მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება. თუ ყურადღებით წაიკითხავთ მედიკამენტის ინსტრუქციას ვიდრე მიიღებდეთ, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდით მოვლენებში სწორედ თმის ცვენა სახელდება.ასეთ მედიკამენტებს, გარდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებისა, მიეკუთნება:შარდმდენი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ასპირინი. 3.თმის არასწორი მოვლა. თმის შეღება, დაუთოება, დახვევა და საშრობით–ცხელი ჰაერით გაშრობა, ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენი თმების სტრუქტურაზე, აშრობს და იწვევს თმის ცვენას.ამიტომ ეცადეთ უარი თქვათ ამ პროცედურებზე და თუ მაინც იყენებთ საშრობს, გამოიყენეთ თერმოდამცავი “სპრეი". 4.რკინის ნაკლებობა. რკინის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეს არის–მკაცრი დიეტა.რკინის ნაკლებობის დადგენა მარტივად შეიძლება სისხლის ანალიზის გაკეთებით.ამ ნივთიერების შევსება ხდება თუ ხშირად მიირთმევთ:მწვანე ლობიოს, შავი ქლიავს, გარგარის ჩირს–“კურაგას", ნუშს და ზღვის კომბოსტოს. 5.ცხოვრების სტილი. თმის ცვენას და მის სიმშრალეს ხშირად იწვევს გადატანილი სტრესები, არასწორი კვება და უმოქმედო, მჯდომარე ცხოვრების წესი. ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი თმა იყოს ჯანმრთელი და ლამაზი, ეცადეთ რეგულარულად ივარჯიშოთ, არ გამოტოვოთ საკვების მიღება და თავის დროზე დაიძინოთ. 6.სისხლის მიმოქცევის დარღვევა. თავის კანში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თმა ხდება მშრალი, მტვრევადი და იწყებს ცვენას.რომ დაუბრუნოთ თმას ჯანმრთელი სახე, ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ თავის კანზე მასაჟი და არ უნდა დალიოთ ყავა და ალკოჰოლი. 406 6-ს მოსწონს
|