x
სააკაშვილის დაწყევლისთვის არქიმანდრიტს ეპიტემია დაადეს
imageარქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) წყევლის გამო ეპიტემია დაადეს. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მას არ ჰქონდა უფლება, ეს თვითნებურად გაეკეთებინა.
არქიმანდრატმა 6 ნოემბერს "ფეისბუქის" მეშვეობით საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მისი გუნდი დაწყევლა:


" წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქნას! ამინ! "



მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საზოგადოებას აუწყებს:


"როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტით გავრცელდა არქიმანდრატ ბართლომეს(ფირცხალაიშვილი) მიერ დადებული წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია, ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია. ეკლესია ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის, და ავედრებს ჩვენს ქვეყანას უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოსთა დასს, რაც, ბუნებრივია გულისხმობს, ჩვენს მფარველად და წინამბრძოლად ყოვლადწმინდა სამებისა და ზეციური ძალის მოხმობას. უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ და დაუსჯელი არავინ დარჩება - არც ცილისწამებელნი და არც ქვეყნის მოღალატენი. ასე რომ, ღმერთის მსჯავრი ისედაც აღსრულდება თითოეულ ჩვენგანზე, ოღონდ, როდესაც ესა თუ ის პიროვნება, ზოგჯერ წყევლით ცდილობს, დააჩქაროს უფლის სასჯელი, ამითი იგი საფრთხეში იგდებს თავის თავსაც, რადგან თუ ის მართალი არ არის ღვთის წინაშე, თავად აღმოჩნდება უფლის სასჯელის ქვეშ"

1
58
2-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
58
  
2013, 4 დეკემბერი, 22:52
ეპიტემიის ზოგი ფორმა არ არის იოლი სასჯელი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანისთვის. საინტერესოა რა სახის ეპიტემია დაადეს.
0 1 1