საზოგადოება რა ორიგინალურ ხერხს მიმართა ციხიდან ბაჩო ახალაიამ მეუღლისთვის დაბადების დღის მისალოცად 2013, 3 დეკემბერი, 20:38 თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს დაბადების დღე ციხიდან მიულოცა. დაბადების დღის მისალოცი ტექსტი კი სიგარეტის კოლოფზე დაწერა. ამ ფაქტს ნადარეიშვილი საკუთარი facebook-ის გვერდზე გამოეხმაუარა და საზოგადოებას აღნიშნული მილოცვის ფოტო გაუზიარა. "ჩემი დაბადების დღის ყველაზე დიდი საჩუქარი, სიგარეტის კოლოფზე მოწერილი მოლოცვა. მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე და ცხოვრების აზრო! ჩემი ცხოვრების ყველა წამი შენია", - წერს ნადარეიშვილი. შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. 1428 2-ს მოსწონს 8-ს არა
|