x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
2014 წლის გინესის რეკორდები.
მოგეხსენებათ, რომ გინესის მსოფლიო რეკორდები ყოველწლიურად მყარდება, რის შესახებაც შემდეგ გვამცნობენ ტელევიზიით თუ მედიის საშუალებით, ხოლო პირველი წიგნი "მსოფლიოს გინესური რეკორდების" შესახებ დაიბეჭდა 1955 წელს, რამაც ბრიტანელების აღმაფრენა გამოიწვია, თუმცა დღეს ასეთი წიგნები 100 ქვეყანაში და 23 ენაზე არსებობს.


დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ 2014 წლისათვის შედგენილი რეკორდსმენების სია:



1. ყველაზე მოქნილი, ფილიპინელი Leilani Franco, რომელმაც დაამყარა მსოფლიო რეკორდი, უკან გადასული ხიდით გაიარა 20 მეტრი 10, 05 წამში.image




2. გერმანელმა იულია პრეჩელმა მოხსნა მსოფლი რეკორდი, მან მაღალი ქუსლებით 14, 5 წამში გაირბინა 100 მეტრი.image




3. ვივიან უილერი შტატებიდან აღმოჩნდა ყველაზე გრძელწვერა ქალი მსოფლიოში, რომლის წვერის სიგრძეც 25, 5 სმ-ია, ამიტომ მან მოხსნა მსოფლიო რეკორდი.image





4. იტალიელი დიზაინერი Fabio Reggiani-ს გიგანტური მოტოციკლი, რომელიც ჩვეულებრივ მოტოციკლზე 6-ჯერ დიდია. მოტოციკლის სიმაღლე 5, 10 მეტრია, მას 7 თვის განმავლობაში აწყობდნენ, აღჭურვილია 5, 7 ლიტრიანი V8 ძრავით, გააჩნია 280 ცხენისძალა.image



5. გერმანელმა დიდი ზენფტომ შექმნა ყველაზე დიდი ველოსიპედი, რომლის თვლების სიმაღლე 3, 2 მეტრია.image


6. ავსტრალიელმა დრამელთა ჯგუფმა percussionists Drumartic-მა შექმნა ყველაზე დიდი დასარტყამი ინსტრუმენტი, რომლის სიმაღლე 6, 4 მეტრია და სიგანე 8 მეტრი.image

7. სკეიტბორდელი თხა სახელად Happie-ც მოხვდა რეკორდსმენების სიაში, ვინაიდან მან 36 მეტრი 25 წამში სკეიტბორდზე მდგომმა გაიარა.image



8. სამხრეთ კაროლინის ველურ სამყაროში მცხოვრები, ლომისა და ვეფხვის ნაჯვარი, მსოფლიოს ყველაზე დიდ კატათ წოდებული Hercules liger-იც მოხვდა გინესების რეკორდებში, რომლის სიმაღლე 3, 3 მეტრია და 418 კგ-ს იწონის.image



9. სხეულის ყველაზე დიდი ნაწილის მოდიფიცირებული წყვილი ვიქტორ ჰიუგო პერალტა ურუგვაიდან და მისი მეუღლე გაბრიელა პერალტა არგენტინიდან. სხეულის 77% ტატუირებით, 50 პერსინგით, 11 ისე და 5 კბილის იმპლატანტით, ყურების 4-გან გახვრეტითა და ყურში 2 წანჭიკის ქონით ამაყად შევიდნენ რეკორდების სიაში.


image


10. ინდოელმა, 7 წლის ბიჭმა Rohan kokan-მა შპაგატით როლიკებზე, მიწიდან 25 სმ-ის დაცილებულმა გაიარა 10 მეტრი და ამით შევიდა მსოფლიო გინესების რეკორდებში.image

1
168
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
168
  
2013, 4 დეკემბერი, 8:48
ინფორმატიული და საინტერესო სტატიაა, ძალიან მომეწონა!
0 1 1