x
image
K.P.
როგორ ერთობიან ნაბახუსევი ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე? (+ვიდეო)
imageყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე ბავშვობიდან მეგობრობენ, ორივეს უიღბლო ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავთ. ქრისტინე უკვე რამდენიმე წელია მარტოა, ნინის კი ქორწინების, განქორწინებისა და ქალიშვილის გაჩენისთვის ორიოდე წელიც არ დასჭირვებია. ასე თუ ისე მეგობრებს იმაზე მეტი საერთო აქვთ ვიდრე წარმოგვიდგენია. ცხადია ერთმანეთის მესაიდუმლენიც არიან და ხშირად დროსაც ერთად ატარებენ.

ნინი ბადურაშვილმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, სადაც თვითონ, ქრისტინე იმედაძე და კიდევ ერთი ქალბატონია. ვიდეოს სათაური კი ასეთია: paxmelia.ge-პახმელია.ჯი

როგორც ჩანს გოგონებმა დალიეს და ნაბახუსევს ერთად ებრძოდნენ.


შეგახსენებთ, რომ ქრისტინე იმედაძე რამდენიმე თვის მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა.

image

საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და "სხვა შუა დღის" ერთ-ერთი თანაწამყვანია.

რაც შეეხება ნინი ბადურაშვილს, ის ტელეკომპანია "იმედში"

პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავებზე მუშაობს. მომღერლის საყვარელი საქმიანობა წლების მანძილზე სიმღერა და სცენაზე დგომა გახლდათ, ახლა კი პატარა ელენეს დაბადებამ ყველაფერი შეცვალა."მე ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე დედისა ამპლუას. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის"-გვიამბობს ნინი.
image

0
738
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0