შოუბიზნესი ია ფარულავა ტარიელს: "ვამაყობ შენით" 2013, 2 დეკემბერი, 22:37 ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა.
ტარიელ სუარი, ია ფარულავს ქმარი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გახლავთ. მან პირველ დეკემბერს კონსერვატორიაში სოლო კონცერტიც გამართა. მსახიობი მეუღლეს შეძლებისდაგვარად "აპიარებდა" და ამისთვის სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებდა. ბახის მოყვარულ მეგობრებსაც აფრთხილებდა, ვისაც ტარიელის კონცერტზე წამოსვლა გინდათ ბილეთები დაჯავშნეთ, მერე რომ ისე არ დამრჩეთო...
ტარიელის კონცერტი თავად წაიყვანა. "დღევანდელი კონცერტი მე უნდა წავიყვანო, ჯერ არ ვიცი რას ვიტყვი, მეშინია პროფესურა არ დავშოკო"-წერდა მსახიობი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა, მთავარი კრიტიკოსი ია კმაყოფილია, მეტიც მეუღლე შეაქო და გიტარის რაინდიც უწოდა. "კი ეს არის ტარიელის საქმე, მაგრამ გუშინ შოკში მომიყვანა, მეც და იქ დამსწრე პუბლიკაც. ტარიელმა დაამტკიცა, რომ ის არის გიტარის რაინდი, გიტარის პაგანინი, სუპერვირტუოზი და გენიალური მუსიკოსი, ვამაყობ შენით და ახალა გავჩუმდები"-წერს ია ფარულავა. წყვილი ძალიან ბედნიერია და ერთად ყოფნით ტკბება. ტარიელი მეუღლეს საკუთარ ქალღმერთს უწოდებს და სიურპრიზებითაც ხშირად ანებივრებს. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 77 3-ს მოსწონს
|