კერძები ბოსტნეულისაგან კარტოფილი ყველით 2013, 2 დეკემბერი, 21:13 ინგრედიენტები:
● კარტოფილი - 1 კილოგრამი
● ყველი - 100 გ.
● სუხარი (დაფქული) - 1 სუფრის კოვზი
● კარაქი - 50 გ. ● მარილი და პილპილი - გემოვნებით მომზადება: გავთალოთ კარტოფილი და დავსეროთ ისე, რომ მეორე მხარეს არ გავჭრათ. მოვშუშოთ კარტოფილი მცენარეულ ზეთში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ყოველ ნაჭერს წავუსვათ კარაქი და ღუმელში შევდგათ 30 წუთით 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. შემდეგ ნაჭრებს შორის ჩავალაგოთ ყველი (შესაძლებელია ბეკონიც) და შევდგათ ისევ ღუმელში, სადაც გავაჩერებთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 2212 8-ს მოსწონს
|