2 იანვრიდან 11 იანვრამდე და 5 ივლისიდან 14 ივლისამდე დაბადებული ადამიანების დახასიათება დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით
2 იანვრიდან 11 იანვრამდე და 5 ივლისიდან 14 ივლისამდე დაბადებული ადამიანები დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით სოჭის ხესთან ასოცირდებიან, რომლის მიხედვითაც სოჭი ლამაზია, უფრო ცივი, მკაცრი სილამაზის. უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და მთელი სიდიადით წარმოჩენილი დღესასწაულები. ჭირვეულია
და ამიტომ, ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება.მას განვითარებული აქვს განცალკევებულობის გრძნობა.ამიტომ ხშირად ეუფლება მარტოობა დიდ კოლექტივში მყოფსაც კი.ძნელად ექცევა გავლენის ქვეშ, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს. არ გამოირჩევა დიდი მხიარულობითა და უხვსიტყვაობით.ძალიან ამაყია და დაჟინებით მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად.
სოჭს სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ
არის დამყოლი. მას სურს, რაც შეიძლება ბევრი გამოსძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ, ამას აღწევს კიდეც. ზოგჯერ თავდავიწყებამდე სიყვარულიც ძალუძს და მაშინ მთელი მისი სამყარო ინგრევა. მისი სიყვარული შეიძლება უსაზღვრო იყოს.
გამორჩეულად გონიერია. იგი ანალიტიკური ჭკუით არის დაჯილდოვებული, მეცნიერებისადმი მიდრეკილება აქვს.თუმცა, ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებებს.ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იგი ისეთ დარგში იღწვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის მიდრეკილებებთან.
სამუშაოს სერიოზულად ეკიდება და გარკვეულ სიმაღლესაც
აღწევს თავისი კეთილსინდისიერებით.
არჩევანის წინაშე დამდგარი, სხვადასხვა გადაწყვეტილებებს
შორის ყველაზე ძნელს ირჩევს.
რაც არ უნდა მოხდეს, იგი მაინც კეთილშობილი რჩება და
ამიტომ ყოველთვის შეიძლება სავსებით დაენდო. ყოველგვარ სიტუაციაში შეუძლია შეინარჩუნოს სულის სიმტკიცე, იმედი და რწმენა. სოჭი წვრილმანებს არ ეკიდება. იგი მომთხოვნია და პატარ-პატარა სურვილების დაკმაყოფილებას ურჩევნია ერთი დიდი სიამოვნება მიიღოს.
სოჭის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ ინტელექტუალურობა, ლოგიკა და ასკეტიზმი.
სოჭის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან ჟანა დარკი, ტოლსტოი, ჯონ
გოლზუორთი, ნაპოლეონ ბონაპარტი.