x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ძალოსანი ორსულით შოკირებული Facebook-ი.
ყველამ თუ არა, უმეტესობამ კარგათ იცით, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ის პერიოდია, როდესაც იგი განსაკუთრებულ ზრუნვასა და გაფრთხილებას საჭიროებს, მითუმეტეს თუ მისი ორსულობა რვანახევარ თვეს ითვლის. თუმცა, ლოს-ანჯელესში მცხოვრები, 35 წლის ქალბატონი "Lea -Ann Ellison"-ი ამგვარად არ თვლის, იგი არის სპორტსმენი და მშობიარობამდე 2 კვირით ადრე თავისი ფეისბუკის გვერდზე ატვირთული ფოტოებით მსოფლიო შოკში ჩააგდო.


Lea -Ann Ellison-ი მშობიარობამდე ორი კვირით ადრე სპორტულ დარბაზში ატარებდა დროს, სადაც საკმაოდ დატვირთულ და მძიმე ვარჯიშებს ასრულებდა.image
image
image

აღნიშნული ფაქტით სპორტსმენმა ქალბატონმა "უგუნური დედის" სტატუსი მოიპოვა და ათიათასზე მეტი მომხმარებელი მძაფრი რეაქციით გამოეხმაურა მის ფოტოებს, ამით ხომ იგი არა მარტო საკუთარ, არამედ ბავშვის სიცოცხლესაც აყენებს საფრთხის წინაშე, ვინაიდან მძიმე დატვირთვის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პლაცენტა, რასაც მოყვება ნაადრევი მშობიარობა და შეიძლება ეს ლეტალურად დასრულდეს. ამიტომ უმრავლესობამ მოუწოდა ყველა ორსულს, რომ არ გამხდარიყო Lea -Ann Ellison-ი მათთვის მისაბაძი. თუმცაღა ლეა-ენს მომხრე საზოგადოებაც გამოუჩნდა, რომელთაც აღნიშნეს თავიანთი აზრი შემდეგი ტექსტით: "ვფიქრობთ, რომ ელისონის ეს ქმედება კი არ უნდა განიკითხოთ, რაღაც კუთხით სასარგებლოს აკეთებს ჯანმრთელობისთვის, არამედ განიკითხეთ ის დედები, რომლებიც 24 საათი მაკდონალდსში და სწრაფი კვების პროდუქტებით იკვებება ორსულობის დროს".


imageimageimageimage

ელისონმა ყველა კომენტატორს მადლობა მოუხადა და აღნიშნა, რომ მას უკვე ჰყავს 12 წლის ქალიშვილი და 8 წლის ვაჟი, თან მთელი ცხოვრება სპორტით არის დაკავებული და სრულიად ჯანმრთელი დაბადა ორივე. ორსულობა ხომ ავადმყოფობა არაა, თავს არ უნდა მისცეთ დეპრესიისა და მეტი კილოგრამების ათვისების უფლება, არ აქვს მნიშვნელობა სეირნობით დაკავდებით, ცურვით თუ სხვა განტვირთვის საშუალებით.

image



ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თითქოს ელისონის ამგვარი სპორტი გამოიწვევს საფრთხეს ან სასიცოცხლო რისკს, არის დეზინფორმაცია. პირიქით, ორსულ ქალებს, რომელნიც აქტიური ცხოვრებით ატარებენ ამ პერიოდს, ნაკლებად აღენიშნებათ დაღლილობა, ვენების ვარიკოზი, კიდურების შეშუპება, უძილობა, შფოთვა, სტრესი, დაღლილობა.


P.S. ორსულების საყურადღებოდ, კარგათ გაითავისეთ ეს ინფორმაცია, "გირებს" და "შტანგებს" ნუ მოეჭიდებით, ყოველი ვარჯიში და მძიმე წონა განსაზღვრეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად. გისურვებთ მშვიდობით მოლოგინებას.

2
105
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
105
  
2013, 2 დეკემბერი, 18:57
ქალი ეგ ყოფილა:)
2013, 2 დეკემბერი, 18:43
ამ ქალს შეჩვეული აქსვ ორგანიზმი ასეთ დატვირთვას,უცაბედად რომ არა სპორცმენს მოუნდეს ეგეთი ექსპერიმენტები იქ ცუდად წავა საქმე
0 1 2