სახლში სიბნელესა და სიჩუმეში ვიჯექი, წყვდიადის, სიბნელისა და მუსიკის ფონზე ვაწამებდი, ვკლავდი ცხოვრებას და გრძნობებს...
ციოდა, მაგრამ თავს არ ვიწუხებდი გათბობის ჩართვაზე ან რაიმე თბილის მოცვაზე. ისევ და ისევ რაღაცნაირი, თვითკმაყოფილი ღიმილით ვკითხულობდი სამედიცინო დასკვნას, და ვცდილობდი გამომეთვალა დარჩენილი სიცოცხლის დღეთა ოდენობა
კარზე კაკუნი...
-როდემდე უნდა იყო მანდ გამოკეტილი? გამოდი გარეთ....
გააღე კარი თორე შემოვამტვრევ ამ წყეულ კარს...
ერთ ხმას რამდენიმე აყვა და ჩემს კართან საშინელი ხმაური და ყაყანი დაიწყო, ამ ხმაურს შიგადაშიგ კარებზე წიხლისა და მუჭის მორტყმის ხმა აძლიერებდა. მაგრამ რადგან ხმა არავინ გასცათ, წავიდნენ (უფრო სწორად წაეთრნენ)
კართან კვლავ სიჩუმე გამეფდა.. უკვე რამდენიმე დღეა კარი არ გამიღია, (თუმცა მოსულები ბევრნი იყვნენ), ზარებზე არ მიპასუხია, შემოსული ესემესები არც კი გამიხსნია არ წამიკითხავს, არც ინტერნეტით მისარგებლია... სრულიად მოვწყვიტე
ეს ორი ოთახი სამყაროს.. მდუმარებაში იშვიათად თუ გაისმოდა მცირე ხმაური, ხმაურობდნენ უკვე დაცლილი ალკოჰოლის ბოთლები
კართან კიდევ და კიდევ მოდიოდნენ მეგობრები, ნაცნობები თუ ნათესავები.. ყველა ცდილობდა როგორმე გარეთ გავეყვანე
ყველა, გარდა იმ ერთისა, ვისაც ეს შეეძლო...
დღეები მიდიოდა და ჩემი სამყაროში გაყვანის მსურველებმაც
იკლეს, საბოლოოდ კი სულ გადაიკარგნენ (საბედნიეროდ)
მე კი ისევ უშედეგოდ ველოდი სიკვდილს.. უკვე ჩემი საფლავის ქვაც დავამზადებინე, ღამ-ღამ ობით სასაფლაოზე
გავდიოდი და მთვარის შუქზე და ჩემთვის საფლავს ვთხრიდი,
დრო მიდიოდა..
და ის არ მოდიოდა
უიმისოდ უფრო
და უფრო მზიზღდებოდა ცხოვრება, ლოდინში გასული ყოველი წამი მარადისობად იქცეოდა და
ქრისტესშობიდან დღემდე განვლილ დროს მილიარდჯერ მატარებდა... როგორ მინდოდა შემოეღო
კარი და ეთქვა “მე მოვედი“ მოსულიყო მხოლოდ ერთი წუთით, მხოლოდ ეერთი წამით...
და ნანატრი
დროც დადგა.. კარზე ზარი... (მივხვდი რომ ჩემი დახმარების მოსურნეები არ იყვნენ, რადგან
კართან სიჩუმე იყო გამეფებული, თან იქ მდგომიც არსად წასულა, მოთმინებით ელოდა როდის
გავაღებდი კარს) დასუსტებული, მიმკვდარებული სახით მივლასლასდი კართან და საჩქაროდ
დავიწყე უკვე ჩაჟანგებული საკეტების გახსნა.. ღია კარიდან მტრულად შემოიჭრა სინათლე
და ჩაბნელებული ოთახი გაანათა, მიანცდამაინც სახარბიელო სანახაობა არ იყო... იატაკზე მი-მოყრილი
ბოთლები, ათასგვარი საშინელი არსებებით დამშვენებული ფურცლები და ჩემი ნაცოდვილარი
ლექსები ერთმანეთში არეული ამშვენებდნენ იქაურობას
კარში მდგომმა თვალი მოავლო ამ ჰარმონიული შეთანხმებით
მოხატულ საოცრებას და ვფიქრობ გაიღიმა
-დაიგვიანე
ვუთხარი სიტყვაძუნწად და პირქუშად
პასუხად მხოლოდ ამაზრზენი სიჩუმე მივიღე
წავედით.. ეს
უკვე ჩემს მიერ თქმული მეორე სიტყვა იყო ბოლო 8-10 დღის განმავლობაში
ოთახში დავბრუნდი, ქაღალდზე საკუთარი სისხლით მიჯღაბნიდი
სტრიქონები ჩავიკითხე, შემდეგ ჯიბეში ჩავიდე და კართან დავბრუნდი
-წავედით...
ამჯერად მშვიდი, აუღელვებელი სახის გამომეტყველებით
გავხედე მას და გავუღიმე
სწორედ იმ დღეს,
როცა წავედი...
სწორედ იმ დროს როცა წავედი...
იმ წყეულ წამს, როცა წავედი.... ის მოვიდა... მოვიდა ღიმილით, მაგრამ მე წავედი
და გავიყოლე მისი ღიმილიც, ალბათ სამუდამოდ...
პირველად დავინახე როგორ ძლიერად ვუყვარდი, თუმცა ყოველთვის საპირისპიროს მიმტკიცებდა...
ვხედავდი როგორ სწყდებოდა მარგალიტები მის თვალებს და წვიმად ეღვრებოდა ჩემს სხეულს...
დაბრუნება მინდოდა.. მოვბრუნდი კიდეც... მაგრამ სიკვდილმა ხელი მძლავრად ჩამჭიდა და
ცივი, გამყინავი ხმით ჩაისისინა
-წამოდი...
მაპატიე.. მაპატიე სიხარულო რომ დაგტოვე, რომ წავედი
შორს... შენგან შორს.. თუმცა მუდამ შენთან ვიქნები. მე დიდხანს გელოდე.. და არ მოხვედი...
ახლა კი... ვერ მომისწარი ხომ ხედავ...
არა უშავს, ბოლოს რაც მინდოდა მეთქვა, დაგიწერე და ახლა ჩემს ჯიბეში დევს... ვიცი წაიკითხავ და....
გამეღვიძა...
მციოდა... წამით გავირინდე და ცოტა აზრზე მოვედი კარზე ზარი... დასუსტებული, მიმკვდარებული სახით მივლასლასდი კართან და საჩქაროდ დავიწყე უკვე ჩაჟანგებული საკეტების გახსნა..
-დაიგვიანე....