x
image
ლეელ
ნიშნობა
ნიშნობა, წყვილის ურთიერთობაში ერთ-ერთი დაუვიწყარი და ლამაზი დღეა. მას აქვს თავისი ტრადიციები. პირველ რიგში საჭიროა მამაკაცმა შეარჩიოს ბეჭედი. არსებობს ძველი ჩვეულება, რომლის თანახმადაც ნიშნობის ბეჭდის ფასი უნდა იყოს მამაკაცის ხელფასის სამმაგი ოდენობა. თუმცა თუ მეტის შესაძლებლობა გაქვთ თანხა არ დაინანოთ, ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც ქალმა მთელი სიცოცხლე უნდა ატაროს.

დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ბეჭდის შერჩევისას, არის მომენტები, როდესაც წყვილი ერთად არჩევს ბეჭედს, მაგრამ უმეტესად მაინც მამაკაცი არჩევს და ცდილობს სიურპრიზად შემოინახოს. მომავალი საცოლისათვის ბეჭდის პოვნა ერთგვარი გამოწვევაა სასიძოსთვის, თუმცა შეგიძლიათ ფრთხილად გაარკვიოთ რამდენიმე საკითხი და თავი ქუდში გექნებათ.

პირველ რიგში კარგად დააკვირდით მის სტილს. გაიგეთ როგორი სამკაულები მოსწონს თქვენს რჩეულს: ტრადიციული თუ თანამედროვე. ასევე დააკვირდით მისი სამკაულის ფერს, თუ მას ვერცხლი უყვარს, შეგიძლიათ თეთრი ოქრო უყიდოთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბეჭდის თვალი, თვალის ფორმა-ზომა, ბუდეს ფორმა, მასალა.


ხანდახან ნიშნობის ბეჭედი და საქორწილო ბეჭედი ერთად იყიდება, რადგან მომავალი პატარძლები ხშირად მათ ერთად იკეთებენ ხელზე და ისინი ერთმანეთის შესაფერისი უნდა იყოს. თუ დაქორწინებას უახლოეს მომავალში აპირებთ, მაშინ ჯობია ამაზე თავიდანვე იზრუნოთ და ნიშნობის და საქორწილო ბეჭედი კომპლექტში შეიძინოთ(თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელსი თხოვნის დროს ნიშნობის ბეჭედს და სხვა სამკაულებს ჩუქნიან, საქორწილო ბეჭედს კი ქორწინებისას ხდება).საპატარძლო კომპლექტიბრილიანტის ფორმაimage

11
1199
11-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
1199
  
2013, 2 დეკემბერი, 0:00
ძალიან დავჯდე ახლა და დავათვალიერო ნიშნობის ფოტოები:)
2013, 1 დეკემბერი, 23:59
სასიამოვნო საღამო მოგიწყე :D
2013, 1 დეკემბერი, 23:58
დიდი მადლობა ცემო კარგო ,ნამდვილად ყველა ქალის ცხოვრებაში უნდა იყოს ეს ეტაპი:)
ასევე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ შენ
2013, 1 დეკემბერი, 23:58
ყველა ქალს ვუსურვებ რომ ეს ბედნიერი დღე განიცადოს,დარწმუნებული ვარ ასეთი თუ არა უარესად კაი გრძნობები გექნება:)
თან არავინ იცოდა რომ დავინიშნე და მეორე დრე უნდა გენახა ემოციები:))))))))))))
მე მერიდებოდა მეთქი არ იფიქრონ მეგობრებმა,მეზობლებმა ნაცნობებმა მეტიჩრობსო და ვცდილობდი ხელი არ "მეფრიალებია " :))))))))))))))))))))))
რა კაი რამე გამახსენე ლელ
2013, 1 დეკემბერი, 23:53
მაგარიაა.... ყველა ქალის ცხოვრებაში უნდა იყოს ეს დღე, მე კი შენ გისურვებ ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეები არ მოგკლებოდეს
2013, 1 დეკემბერი, 23:53
ვაიმე რა კარგია ეს რომ დაწერე...:)დარწმუნებული ვარ ეგ ემოცია ასმაგად მექნება მე რომ ვიცი როგორიც ვარ :D:D:D
2013, 1 დეკემბერი, 23:48
სასიამოვნო მოგონებები ამიშალე:)
ჯერ დავინიშნეთ და ერთი თვის მერე დავქორწინდით:)
ერთერთი ლამაზი და ბედნიერი დღე ჩემ ცხოვრებაში,ახლაც მახსოვს ის ემოცია როცა ტითზე ბეჭედი გამიკეთა,ყველა რომ შემოგვყურებდა(სუფრა გქონდა)რაცაც სიხარულის,მორიდების გრძნობა მქონდა ერთდროულად.
იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ღამე რამოდენიმეჯერ გავიგვიძე რომ ხელზე დამეხედა:)))))))))))))))
2013, 1 დეკემბერი, 23:43
არაუშავს:D სხვა არაფერი შეგეშალოს და მაგას ავიტანთ :*
2013, 1 დეკემბერი, 23:42
მომიტევეტ შეცდომებისთვის წერისას ,კლავიატურის პრობლემას გავიცდი:):):)
2013, 1 დეკემბერი, 23:40
კიი ნამდვილად გეთანხმები და მეც მასე ვთვლი. მირჩევნია მისი არჩეული იყოს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10