ქანდაკება მოსკოვის ისტორიული ცენტრის ხის მაკეტი 2013, 1 დეკემბერი, 23:09 1968 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით მოსკოვის ცენტრალური ნაწილის მაკეტის შექმნა დაიწყო. მან მსგავსი გამოფენა ნახა ბუდაპეშტში და სწორედ ეს გახდა მაკეტის შექმნის მიზეზი. ბუნებრივია, არც უცდიათ მთლიანი მოსკოვის მაკეტის შექმნა, რადგან ზედმეტად დიდი გამოვიდოდ, ამიტომ მაკეტში მოაქციეს მხოლოდ მოსკოვის ცენტრალური ნაწილი. იქმნებოდა ნახაზები, მაგრამ პროექტის განხორციელება 1986 წელს დაიწყო. მაკეტი დამზადებულია მყარი ხისგან (ნეკერჩხალი და მსხალი). კრემლი ინდოეთში დაამზადეს ალუბლის ხისგან, ხოლო კრემლის ეკლესიის გუმბათები ლიმნის ხისგან. ზემოდან კი მოოქროვილია. 105 9-ს მოსწონს
|