პროფილაქტიკა შოპინგის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. 2013, 1 დეკემბერი, 20:46 ტაივანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შოპინგს (სავაჭრო ვიზიტი) აქვს ძალიან დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი იგი ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას. გუშინწინ, ე.წ. "შავ პარასკევს"- მსოფლიო საშობაო გაყიდვების დღეს, იქნა შედგენილი ძირითადი მტკიცებულებები ზემო აღნიშნულის ფაქტად: 1). შოპინგი მოწყენილობისგან განკურნების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თავისუფლად შეგიძლიათ მოუხმოთ მეგობარს და მასთან ერთად წახვიდეთ შოპინგზე რომელიმე სავაჭრო ცენტრში, რაც გაგახალისებთ და ბუნება-განწყობილებას რადიკალურად გამოგიკეთებთ. 2). შოპინგი ფსიქოთერაპიის ტოლფასია და უფრო მეტიც, ამ დროს გიწევთ ეკონომიის გაკეთება, ვინაიდან ფსიქიატრთან კურსებზე გაცილებით იაფი გიჯდებათ ერთი სასურველი კაბა და თან შეძენილი ახალი ნივთი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, რაც ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე. 3). თუ ყოველდღე მოახერხებთ შოპინგზე სიარულს, დეპრესია სამუდამოდ გაგიქრებათ, ვინაიდან მუდმივი კომპლიმენტი, რომელიც გამოწვეულია თქვენი ახალი სამოსით თუ აქსესუარით, ერთგვარი დოპინგია ფსიქიური ჯანმრთელობის გარანტიის. 4). ფსიქოლოგები ასევე განმარტავენ, რომ მეტად სასარგებლოა სპონტანური და არაპროგნოზირებადი შოპინგი. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ვლინდებოდეს ეს ფაქტი, ფაქტია, რომ მეტ ემოციებთან ასოცირდება ასეთი შოპინგი და უფრო დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიაზე. 5). ტაივანის მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ პროცესის შესწავლისას და 9 წლიანი კვლევების განმავლობაში აკვირდებოდნენ სიკვდილიანობას ხანდაზმულ ადამიანებს შორის, სადაც გამოვლინდა, რომ პირები, რომლებიც კვირაში ერთხელ ან მეტჯერ დადიოდნენ შოპინგზე, მათი სიკვდილიანობა 27%-ით ნაკლები იყო. ასევე იგი ტოლფასია ტანვარჯიშის, ვინაიდან ფიზიკურ ხარჯვასთანაც არის დაკავშირებული. 6). შოპინგი მამაკაცებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქალებისთვის! ასევე ტაივანელი ექსპერტების ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ შოპინგის მოყვარული მამაკაცების სიკვდილიანობა ჩვეულებრივ მამაკაცებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია, ხოლო იგივე ფარდობითობით ქალის შემთხვევაში კი 23%-ით ნაკლები. 119 14-ს მოსწონს
|