x
image
K.P.
სოფო ნიჟარაძე: "ყველაზე ძალიან მიყვარხარ და მენატრები"
imageყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სიმართლე, რომ ვთქვათ ყურადღება არც არასდროს აკლდა, მაგრამ ამჯერად სოფოს მდგომარეობა არასახარბიელოა. მომღერალს მამა გარდაეცვალა. კახა ნიჟარაძე არ ავადმყოფობდა, ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფოს მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებულად უყვარდა. გასულ ზაფხულს მამა-შვილი დასასვენებლად ერთად იყვნენ და შესანიშნავი დროც გაატარეს.image

სოფო ტელეკომპანია "იმედის" პოპულარულ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილე გახლდათ და საზოგადოებაც მოუთმენლად ელოდა მის ხილვას. 28 ნოემბერს სოფო სცენაზე ვერ ვიხილეთ. პროექტის წამყვანებს ამ ყველაფრის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მომღერალს სამწუხარო მიზეზის გამო სცენაზე ვეღარ ვიხილავდით. ჟიურისა და პროექტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კი შოუ არცერთ მონაწილეს არ დაუტოვებია.

როგორც გაირკა სოფომ სცენაზე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო მომხდარი, ნომერიც მომზადებული ჰქონდა და მოუთმენლად ელოდა შოუს დაწყებას. მომღერალს კომენტარი არ გაუკეთებია, დღეს სოციალურ ქსელში კი მამასთან გადაღებული სურათი ატვირთა წარწერით: "ყველაზე ძალიან მიყვარხარ და მენატრები".

სოციალურ ქსელებში სოფო ნიჟარაძის პირად გვერდებზე სამძიმრის წერილები დღესაც არ წყდება.


ჩვენც ვუერთდებით სამძიმარს და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას...imageimage


1
4511
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
4511
  
2013, 2 დეკემბერი, 17:54
არც ჩემთვის საყვარელი მომღერალი არარის არც მის გამოსვლას ველოდებოდი ,პირიქით ვერ ვამართლებდი მის ლიდერობას და ზოგადად ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ,მაგრამ მთელი გულით ვუსამძიმრებ ამ უბედურებას ,ეს ნამდვილად დიდი შოკია ,როცა საყვარელი ადამიანი მოულოდნელად გტოვებს სამუდამოდ,მითუმეტეს მშობელი,რომელთანაც მშობლური ურთიერთობის გარდა მეგობრული ურთიერთობაც გაქვს და ორი ესეთი დიდი გრძნობა ერთ ადამიანთან გაქვს და უცებ ის ქრება,რთულია დ ამესმის ,მთელი გულით ვწუხვარ , ცრემლიც მომერია მის სტატუსზე
0 1 1