საქართველო ივანა მელაი და საქართველოში მცხოვრები სხვა უკრაინელები უკრაინაში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერას საქართველოდან უცხადებენ 2013, 1 დეკემბერი, 17:20 უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების პროცესის მზადების შეჩერებას გულისხმობს, საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს. აქციას ესწრებოდა ცნობილი ტელეწამყვანი, მომღერალი უკრაინელი ივანა მელაი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე. აქციის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინაში საპროტესტო აქციის დარბევა და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქშიც იმართება. 49 1-ს მოსწონს
|