x
image
t.x.
ამერიკელი მეცნიერის გამაოგნებელი აღმოჩენა-"ადამიანი შეიქმნა დედალი შიმპანზისა და ღორის შეჯვარებით"

imageამერიკელმა საუკეთესო გენეტიკოსმა განაცხადა, რომ ადამიანი მამალი ღორისა და დედალი შიმპანზისგან შეიქმნა. ეს არის იუჯინ მაკკარტი სწავლული ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტიდან, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მთელს მსოფლიოში ჰიბრიდულ გენეტიკაში. ის მიგვითითებს, რომ ჩვენ ძალიან დიდი მსგავსება გვაქვს შიმპანზესთან და მახასიათებლები, რომლებიც არ გააჩნია პრიმატებს. დოქტორი მაკკარტი ამბობს, რომ ეს მახასიათებლები არის ჰიბრიდული წარმოშობის შედეგი.image

უფრო მეტიც, ის ვარაუდობს, რომ არის ერთი ცხოველი, რომელსაც აქვს ხაზები, რომელიც განსხვავდება სხვა პრიმატებისგან და ეს არის ღორი. დოქტორი მაკკარტი აქვეყნებს სტატიას Macroevolution.net

ვებ-გვერდზე და გვეუბნება, რომ ეს ჰიპოთეზაა, მაგრამ დაბეჯითებით ცდილობს დაგვარწმუნოს მის სისწორეში. მეცნიერები დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ შიმპანზე ადამიანის ყველაზე ახლობელი არსებაა, რასაც გენეტიკური გამოკვლევებიც ცხადყოფს. მაკკარტი კი მიგვითითებს მათ შორის არსებულ განმასხვავებელ ნიშნებზე. ეს ნიშნები კი ყველასთვის შესამჩნევია: კანი და მის ქვეშ არსებული ქონის სქელი ფენა, ნათელი თვალები წინ გამოწეული ცხვირით და მძიმე ქუთუთოები. ეს ყველაფერი კი ღორს გააჩნია. ასევე გეუბნება, რომ არსებობს სხვა მრავალი მსგავსებაც ადამიანსა და ღორს შორის. ეს მთლად სისულელედ ნუ მოგეჩვენებათ, რადგან ღორის კანი, სხვადასხვა ქსოვილები და გულის სარქველები მედიცინაში შეიძლება იქნეს გამოყენებული ადამიანთან მსგავსების გამო. დოქტორი გვიმტკიცებს, რომ შეჯვარების შედეგად დაბადებული ეგზემპლარები ცხოვრობდნენ შიმპანზეთა შორის და შექმნეს ახალი თაობები. ეს ჰიპოთეზა კი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა ჰიბრიდული არსებების უნაყოფბის შესახებ. მათ შეუძლიათ გამრავლება ერთ-ეთი მშობლის მსგავს არსებასთან, რამდენიმე თაობის შემდეგ კი ერთმანეთთან.

ბოლოს კი წერს, რომ თვითონაც არ სურდა იმის დაჯერება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ღორის და შიმპანზეს ნაჯვარი, თუმცა ამბობს, რომ ეს მათ კარგად გამოუვიდათ და ადამიანის რასა შესანიშნავია.

0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0