x
image
ლილი მიროტაძე
ვისი სახელობის შესაძლოა გახდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი?

როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ (გელა)
სალუაშვილმა განაცხადა, კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ღია წერილით მიმართა. მიმართვაში ბატონი მიხეილ-გელა ოდიშარიას სთხოვს, სამინისტროს ბაზაზე, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილის მქონე პიროვნების, „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.imageროგორც ბატონმა მიხეილ-გელამ საუბარში აღნიშნა, კულტურის მინისტრამდე იგივე თხოვნით
2013 წ. 13 მაისს სპეციალური წერილით მაშინდელ პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და 2012 წ. 17 სექტემბერს მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია და არც იცის აღნიშნულ წერილებს რა ბედი ეწია.
მიხეილ-გელას განცხადებით, 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.
"ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. საკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში", -აღნიშნულია ღია წერილში.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, სასურველი იქნებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0