ყველა ჩვენგანი ოცნებობს წარმატებულ კარიერაზე. ალბათ, ყველას გაქვთ რაღაცის ნიჭი და გინდათ იმ ნიჭით რაღაცას მიაღწიოთ. ყველა ოცნებობს, ოცნებობს წარმატებასა და მსოფლიო აღიარებაზე. ”წარმატების საიდუმლო” – თითქოს ბანალურად ჟღერს. წარმატებას შენ თვითონ უნდა მიაღწიო და ამის შემდეგ გამოიტანო დასკვნა: რა იყო შენი წარმატების საიდუმლო. დღეს შევეცდები უფრო ნათელი გავხადო თქვენთვის წარმატების საიდუმლო და უფრო გაგარკვიოთ მასში, რამდენად გამომივა ეს უკვე თქვენ უნდა შეაფასოთ.
წარმატების მოპოვება თუ გინდათ, მაშინ ძალიან უნდა გიყვარდეთ ის საქმე, რომლითაც გნებავთ შემდგომში წარმატების მიღწევა. მაგრამ, წარმატებაში მარტო ნიჭიერება როდია, აქ აუცილებელია დისციპლინაც. საკუთარ თავს უნდა დაუდგინო გარკვეული წესები და დაიცვა ისინი.საჭიროა, აირჩიო პრიორიტეტები და უარი თქვა ბევრ ისეთ რაღაცაზე, რაც დროებით შესაძლოა მეტად მიმზიდველი მოგეჩვენოს. უნდა იყო თავმდაბალი დ ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად კარგი ხარ. თავმდაბლობა გესაჭიროება იმისათვის, რომ მოისმინო, მიიღო კარგი რჩევა, დროულად შეაფასო ახალი შესაძლებლობები და, რაც მთვარია, აღიარო ის რომ ამქვეყნად ყველაფერი არ იცი. სხვათა აზრის მოსმენა, საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზების გაანალიზება - აი რა არის აუცილებელი თქვენი დასახული მიზანის განსახორციელებლად. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ გსურს გაცურო – წყალში აუცილებლად უნდა შეხვიდე, თორემ მდინარეს ვერასდროს ვერ გადაცურავ. ისწავლეთ ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლება თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. ისწავლეთ საკუთარ და სხვის შეცდომებზე.
აუცილებლად უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებში. თუ მარცხის შიში დაგეუფლად, მაშინ იცოდეთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ, რადგან მარცხის შიში წარმატებას ხელიდან გაცლით და არ გაძლევთ საშუალებას იაროთ მიზნისაკენ. აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ მიაღწევთ დასახულ მიზანს. არ უყუროთ სხვების მარცხს ! თქვენ გაქვთ თქვენი შესაძლებლობები, სხვებს კი თავიანთი შესაძლებლობები. თუ სხვებმა ვერ შეძლეს წარმატების მოპოვება, მაშინ ეს მათი ბრალია. რადგანაც სხვებმა ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენც ვერ შეძლებთ ამას. "იქ სადაც სხვები მარცხს განიცდიან, თქვენ შეიძლება გამარჯვება მოიპოვოთ "
არასოდეს მიატოვოთ დაწყებული საქმე, იქონიეთ მოთმინება. თქვენი მიზნის განსახორციელებლად შეიძლება
წლებიც დაგჭირდეთ, მაგრამ ფარხმალი არასოდეს დაყაროთ ! თუ თქვენ ირჩევთ ამა თუ იმ პროფესიას, მაშინ
ყველაფერ დანარჩენზე უარი უნდა თქვათ. ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებამ შეიძლება ცუდი შედეგი
გამოიღოს, მაგრამ ეს თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს გამოსდის რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება,
ზოგს არა.
შეეცადეთ, რომ ყოველთვის იფიქროთ პოზიტიურად, პოზიტივი უფრო გაგიადვილებთ საქმეს. არ აჩქარდეთ !
წარმატებისთვის აუცილებელია მიიღოთ სწორად მიღებული გადაწყვეტილებები. ამიტომ ისწავლეთ შეცდომებზე
და გამოასწორეთ ყოველივე ეს. დატკბით ყოველი წუთით, გახადეთ ცხოვრება მხიარული და საინტერესო..
იბრძოლეთ თქვენი მიზნისთვის და არასოდეს დანებდეთ !