x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბელორუსში წარმოადგინეს ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი უპილოტო კატარღა.

image

ბელორუსში ჩვენებაზე წარმოადგინეს
უპილოტო საზღვაო კატარღა.

მინსკის ჩრდილოეთით მდებარე წყალსატევში ჩატარდა უპილოტო კატარღის გამოცდა. ბელორუსი რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე
გასასვლელი იმედოვნებს ამ ტიპის კატარღების წარმოებით გახდეს მსხვილი ექსპორტიორი. მის აგებაში კი ბელორუსთან და რუსეთთან ერთად
მონაწილეობდა ჩინეთიც.

კატარღის ოფიციალური სახელწოდებაა: „მრავალმიზნობრივი
საზღვაო–უპილოტო კომპლექსი“.

კატარღა შეიქმნა შანხაის საქმიანი კლუბის
ეგიდით, კატარღა დაპროექტებულ იქნა სანკტ–პეტერბურგის კომპანიაში "Композитное кораблестроение",
ჩინელებმა მიაწოდეს მასალა პოლიმერული ჯავშნისათვის, ხოლო ელექტრომოწყობილობა
ეკუთვნის ბელორუსულ კომპანიას "Кванд
Ис"–ს.

კატარღის სიგრძე 6 მეტრია, სიგანე 1, 8
მეტრი, კატარღა შექმნილია "стелс"
ტექნოლოგიით. კატარღას ავტონომიურად შეუძლია ცურვა ხუთი დღე–ღამის მანძილზე,
ნაპირიდან 350 კილომეტრით დაშორებულ მანძილზე.

ამავე დროს შეუძლია განავითაროს 55
კვანძი (100 კმ/სთ) სიჩქარე.

კატარღა იმართება თანამგზავრული არხის კავშირით, ამ არხის გამორთვის ან სავარაუდო
მოწინააღმდეგის მიერ ამ არხის სიგნალის დახშობის შემთხვევაში, კატარღის
ავტონომიური სისტემა დამოუკიდებლად ირჩევს ალტერნატიულ სიხშირეს და ავტომატიურად
უკავშირდება მართვის ცენტრს (აწვდის საკუთარ კოორდინატებს დახურული სიხშირის
დიაპაზონზე). გარდა ამისა ავტოპილოტის მეშვეობით კატარღა ირჩევს მისთვის უსაფრთხო
და სასურველ მარშრუტს სამოქმედოდ, სანამ აღადგენს ჩახშობილ ან დაკარგულ კავშირს
მართვის ცენტრთან. მისი შემქმნელები
აღნიშნავენ: კატარღის დაზიანების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს კატარღა
სიცოცხლისუნარიანობას და მისი კონსტრუქციის თავისებურებიდან გამომდინარე არ
ჩაიძირება.

კატარღის ავტორები სრულმაშტაბიანი
გამოცდისათვის ამზადებენ 11 მეტრიან კატარღას, რომლის გამოცდის თარიღს არ
ასახელებენ. ჯერჯერობით პირველ ბელორუსულ უპილოტო კატარღაზე მხოლოდ რადარი და
კამერებია დამონტაჟებული, მომავალში კი მისი ავტორები აპირებენ მსხვილკალიბრიანი
ტყვიამფრქვევის დამონტაჟებას.

სადღეისოდ უპილოტო კატარღებს
აწარმოებენ: ისრაელი (Rafael Protector, Elbit Silver
Marlin), აშშ (Seafox, Spartan Scout) და შვედეთი
(SAM 3 და Piraya).

0
81
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0