სხვა მკვლელი ბავშვები ! 2013, 30 ნოემბერი, 18:39 ამ ბავშს მსოფილო პრესამ მონსტრი უწოდა. იგი დაიბადა ბრიტანეთში, კერძოდ ნიუ-კასლის ღარიბულ რაიონში. აქვე გაიზარდა. მის მშობლებს სულ თერთმეტი შვილი ჰყავდათ. მერი იყო პირველი. მის ოჯახს ეკონომიურად უჭირდა. ოჯახში არავინ მუშაობდა, ბავშვებს კი რჩენა უნდოდათ. მერის მამა ამბობდა-”განა ვინმეს ეხალისება მუშაობა? მე არა. მე საერთოდ არ მჭირდება ფული. მთავარია დასალევი ვიშოვო.” ამიტომაც კაცი თავის ბავშვების ბიძად ასაღებდა რათა ოჯახს არ მოკლებოდა ერთადერთი საარსებო წყარო, მარტოხელა დედის პენსიის სახით. მერის დედა იყო ულამაზესი ქალბატონი, სამწუხაროდ მას ბავშვობიდანვე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. იგი მერიზე ორსულობის პერიოდში იღებდა ტაბლეტებს და თვითმკვლელობა სცადა. მერი ფანტაზიებში ცხოვრობდა. ის ყვებოდა ამბებს არარსებულ ფერმაზე, რომელიც ბიძამისს ეკუთვნოდა. მას უნდოდა მონაზონი გამხდარიყო, რადგან მისი აზრით ისინი “კარგები” იყვნენ. მერი ხშირად კითხულობდა ბიბლიას. მას ხუთი ეგზემპლარი ჰქონდა. ერთ-ერთზე თავისი გარდაცვლილი ნათესავების სახელებსა და გარდაცვალების თარიღებს წერდა. ერთხელაც 11 წლის ასაკში 1968 წელს გოგონამ თავის 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად, რომლიდ ოჯახსაც მის გარდა 4 შვილი ჰყავდა ორი თვის შუალედში მოახრჩო ორი მცირეწლოვანი . 55 2-ს მოსწონს 1-ს არა
|