სასმელები როგორ მოვამზადოთ ფანტა სახლის პირობებში,გემრიელი სასმელი მთელი ოჯახისთვის 2013, 29 ნოემბერი, 20:21 ![]() .მოზრდილი ფორთოხალი–4ცალი .ლიმონი–1ცალი .შაქრის ფხვნილი–150გრ(გემოვნებით) .წყალი–700გრ .გაზიანი მინერალური წყალი–500გრ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ჯაგრისით და თბილი წყლით კარგად გავრეცხოთ ფორთოხალი და ლიმონი.მჭრელი დანით თხლად ავათალოთ ხილს ცედრა, ან გავხეხოთ სახეხზე.გამოვწუროთ წვენი და ცედრასთან ერთად მოვათავსოთ მოზრდილ ქვაბში.დავამატოთ შაქარი, ადუღებული წყალი და ვადუღოთ 1-2 წუთი.შემდეგ გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარში 4-5 საათი.გამოვიღოთ, გავწუროთ და გემოვნებით დავუმატოთ ცივი გაზიანი მინერალური წყალი და... გემრიელად მიირთვით! ![]() იმედია მოგეწონებათ ჩემო პატარებო ჩემი რეცეპტით მომზადებული გემრიელი სასმელი. თქვენი მაშა 484 8-ს მოსწონს
|