სასმელები როგორ მოვამზადოთ ფანტა სახლის პირობებში,გემრიელი სასმელი მთელი ოჯახისთვის 2013, 29 ნოემბერი, 20:21 ჯანმრთელი და სასიამოვნო სასმელი შეგვიძლია მოვამზადოთ სახლის პირობებში ჩვენივე ხელით.რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან მზადდება, ყოველგვარი დანამატების გარეშე.საქართველო ხომ ციტრუსების ქვეყანაა.მერწმუნეთ ეს სასმელი არაფრით არ ჩამოუვარდება ჩვენი შვილების საყვარელ სასმელ “ფანტას" და არცთუ ისე ძნელია მისი მომზადება.ამისთვის საჭიროა შემდეგი
ინგრედიენტები:
.მოზრდილი ფორთოხალი–4ცალი .ლიმონი–1ცალი .შაქრის ფხვნილი–150გრ(გემოვნებით) .წყალი–700გრ .გაზიანი მინერალური წყალი–500გრ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ჯაგრისით და თბილი წყლით კარგად გავრეცხოთ ფორთოხალი და ლიმონი.მჭრელი დანით თხლად ავათალოთ ხილს ცედრა, ან გავხეხოთ სახეხზე.გამოვწუროთ წვენი და ცედრასთან ერთად მოვათავსოთ მოზრდილ ქვაბში.დავამატოთ შაქარი, ადუღებული წყალი და ვადუღოთ 1-2 წუთი.შემდეგ გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარში 4-5 საათი.გამოვიღოთ, გავწუროთ და გემოვნებით დავუმატოთ ცივი გაზიანი მინერალური წყალი და... გემრიელად მიირთვით! იმედია მოგეწონებათ ჩემო პატარებო ჩემი რეცეპტით მომზადებული გემრიელი სასმელი. თქვენი მაშა 482 8-ს მოსწონს
|