შოუბიზნესი რატომ დატოვა სოფო ნიჟარაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავები"? 2013, 29 ნოემბერი, 13:18 ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ პოპულარულ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებდა მონაწილეობას. მისი მეწყვილე რამაზ ლაზარიშვილი გახლდათ. მომღერალს ბოლო რამდენიმე ტურის მანძილზე ფეხის ტკივილი აწუხებდა, თუმცა მაინც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გუშინ 28 ნოემბერს სოფო სცენაზე ვერ ვიხილეთ. პროექტის წამყვანებს ამ ყველაფრის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მომღერალს სამწუხარო მიზეზის გამო სცენაზე ვეღარ ვიხილავდით. ჟიურისა და პროექტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კი შოუ არცერთ მონაწილეს არ დაუტოვებია.
რატომ დატოვა სოფო ნიჟარაძემ პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები"?
გუშინ მომღერალის მამა, კახა ნიჟარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა, სოფომ კი ყველაფერი შოუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო. სოფოს მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებულად უყვარდა. გასულ ზაფხულს მამა-შვილი დასასვენებლად ერთად იყვნენ და შესანიშნავი დროც გაატარეს.
სოციალურ ქსელებში სოფო ნიჟარაძის პირადი გვერდები სამძიმრის წერილებით გაივსო. "სოფო, მწუხარების მონაწილე ვარ, ძალიან მეტკინა გული, როდესად ეს ამბავი გავიგე, მართლაც, რომ უდიდესი ტკივილის მომტანია საყვარელი ადამიანის დაკარგვა. არ ვიცი რა უნდა გითხრა, ალბათ, ის, რომ გამძლეობას გისურვებ, გამაგრდი, ასე თუ ისე ცხოვრება გრძელდება, მართალია ტკივილნარევი, მაგრამ ეს მაინც ჩვენი ცხოვრებაა. ყველანი ღვთის შვილები ვართ და სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან ჩვენც ვტოვებთ ამ ტანჯულ სიცოცხლეს. გამაგრდი სოფო!"-წერს ნუკი კოშკელიშვილი...
ჩვენც ვუერთდებით სამძიმარს და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას... 939 4-ს მოსწონს
|