ასტროლოგია 2014 წელი-ცხენის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას? 2013, 29 ნოემბერი, 11:46 აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2014 წელი ლურჯი ხის ცხენის წელიწადია. ცხენი-ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა. გარდა ამისა იგი არის უმართავი, თავნება და ეგოისტი. საკმაოდ არასტაბილურია, შეუძლია ადვილად შეიცვალოს პროფესია და სამუშაო ადგილი. უყვარს მოგზაურობა. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია და ფულის შოვნა ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია. ეს წელიწადი გვპირდება დინამიურობას. ფერებია-ლურჯი(ცისფერი) და მწვანე. ცხენის ჩინური სახელია-მა( Ma). არის მეშვიდე ნიშანი ჩინური ზოდიაქოსი. დასავლური ზოდიაქოს მიხედვით შეესაბამება-ლომი, ხოლო ფერი-მწვანე. ელემენტი-ცეცხლი. პოლარობა-დადებითი. წლის კოსმიური ელემენტია-ხე. ცხენის წლის თილისმად ითვლება-ლურჯი ხის ცხენი. ცხენი შემდეგი წლების სიმბოლოა: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026. მალე შემოაბიჯებს ახალი 2014 წელი და კარგი იქნება თუ გვეცოდინება როგორ შევხვდეთ მას. ცხენი ბუნებით მხიარულია, ოპტიმისტია და უყვარს სივრცე, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები და გართობა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი მიჯაჭვულია ოჯახზე, სახლზე და ამიტომ უმჯობესია ახალ წელს შეხვდეთ ოჯახურ, მხიარულ გარემოში. ასევე არ დაგავიწყდეთ რაც შეიძლება მეტ ნაცნობ-მეგობრებს დაურეკოთ და მიულოცოთ ახალი წელი. რა ჩავიცვათ ახალ წელს? რაც შეეხება ჩასაცმელს, იგი უნდა იყოს დახვეწილი, უმჯობესია თუ იქნება ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერის. ცხენს ძალიან უყვარს მარგალიტის ყელსაბამი, განსაკუთრებით კი შავი მარგალიტი. ხისგან დამზადებული გულსაკიდები კი თქვენს საახალწლო მორთულობას ელეგანტურობას შეძენს. სუფრა განსაკუთრებულად უნდა იყოს გაწყობილი, რაგდან ცხენს უყვარს სისუფთავე და სილამაზე, უმჯობესია თუ თეთრი ხელსახოცებით გააფორმებთ სუფრას. ასევე არ დაგავიწყდეთ სუფრაზე რაც შეიძლება ბევრი მწვანილი დადოთ. კარგი იქნება თუ კი ხის ჭურჭელს გამოიყენებთ და სახლსაც და ნაძვის ხესაც ხის სუვენირებით და სათამაშოებით მორთავთ. ცხენს ძალიან უყვარს შვრია და ამიტომ შეგიძლიათ მაგიდაზე მას შვრიისგან დამზადებული პატარა თასით ფაფა დაახვედროთ. ახალი წლის ღამეს ეცადეთ რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ, რადგან ცხენს უყვარს მოძრაობა და სიჩქარე. მას უყვარს აქტიურობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. დაიმახსოვრეთ, თუ ახალ წელს მოულოდნელი სტუმარი გესტუმრებათ(თუნდაც მას უბრალოდ შეეშალა კარი), შეიპატიჟეთ და აუცილებლად მიიწვიეთ მაგიდასთან და დაელოდეთ, ამ წელს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდება. ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ დამდეგ 2014 წელს, იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებთ. 7403 8-ს მოსწონს |
სასურველია ძველი გამოუყენებელი ნივთების გადაყრაც ხოლო ახალი წლის დღეებში პირიქით არ შეილება წმენდა-ხეხვა..
გაფორმება: წითელი ან ცისფერი ხის სათამაშოებით და ცხენებით
საჩუქრები სასურველია წითელი ფერის ქაღალდებით შეფუთოთ.
რომელიც წარმატებისმომტანი ფერია.
სუფრა უმჯობესია არამარტო გემრიელად არამედ ძალიან მოწესრიგებულად გააწყოთ: თეთრი ხელსახოცებით, მწვანე ხილით,ბოსტნეულით ასევე მანდარინებით და Fორთოხლებით რაც წარმატების მოტანის სიმბოლოა.
ცხენს ძალიან უყვარს შვრია,რომლის ფაფაც შეილება გაკეთდეს...
ახალწელს რაც შეილება მხიარულ ხასიათზე უნდა შეხვდეთ არ დაიშუროთ სიცილი და ცეკვა -სიმღერები..ლურჯი სიფერი ან მწვანე კაბებით..
ბედნიერება მოეტანოს ლურჯ,ხის ცხენს ჩვენი ქვეყნისთვის..
იხილეთ ცნობილი თეოლოგის, პროტოდიაკონ ანდრია კურაევის მოკლე, გონებამახვილური და ენამოსწრებული კომენტარები ასტროლოგიასა და ჰოროსკოპებზე:
http://www.youtube.com/watch?v=AZTyfVBcEbo
"ევრონიუსის" სიუჟეტი - ცნობილი ასტროფიზიკოსის კომენტარი:
http://www.myvideo.ge/?video_id=2086523
ასტროლოგიის მამხილებელი დოკუმენტური ფილმი:
http://www.youtube.com/watch?v=dwy5E66BzbQ
ასტროფიზიკოსის კრიტიკული სტატია:
http://www.orthodoxtheology.ge/ასტროლოგია-მეცნიერება-თ/
ასტროლოგიის ქრისტიანული კრიტიკა:
https://docs.google.com/file/d/0B0h67YU9i9zlcUc1VHFiMnJOYlk/edit
და ბოლოს, წაიკითხეთ დისკუსია ჩემს გვერდზე და გაიგებთ თუ როგორ გაუშვა პროფესორმა (ასტროფიზიკოსმა) ასტროლოგი გოგონა დასაძინებლად და როგორ აღიარა "ნატურალურმა" ასტროლოგმა, რომ ასტროლოგია არც მეცნიერებაა და არც რელიგია, მაგრამ მაინც უნდა დაუჯეროთ ვარსკვლავებსო :)
https://www.facebook.com/davitdavituri/posts/501621419933952