არაფერი ისე არ ხდებაროგორც მე მინდა...
გამარჯობათ, როგორ ხართ? მე კი ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ...რამოდენიმე ხნის წინ ვხვდებოდი ერთ ბიჭს.მართალია რთული ხასიათების მქონე პიროვნება იყო თუმცა ყველანაირად ვცდილობდი, რომ გამეგო და უკმაყოფილება არ ყოფილიყო ჩვენს შორის...სამწუხაროდ ყოველი საღამო მაინც ჩხუბით მთავრდებოდა.. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს თავისით მოდიოდა...ისე ასეთი ურთიერთობისთვის პირველი ადამიანი იყო .. არ დავმალავ და ვაღიარებ რომ მართლა მქონდა მის მიმართ სიმპატიები და ყველა მის უარყოფით ჩვევებს ვივიწყები... ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ელემენტარული გზის პულიც კი არ ქონდა და მე მთხოვდა ხოლმე...მეც უარს ვერ ვეუბნებოდი ...საბედნიეროდ ჩემი მეგობრების დახმარებით მივხვდი რომ ის ადამიანი არ იყო ის ვინც მე მეგონა .. დავშორდით და არც მითქვამს რატო.. ნამდვილად ვერ ვეტყოდი იცი მე შენ პულის გამო გშორდები, მართო ჩემ პულს რომ უყურებთქო...და ყველაზე სასაცილო იცით რა არის კიდე? ის რომ ეს ადამიანი ჩემზე ამბობს რომ მე ვარ საზიზღარი ადამიანი, რომლის ხსენებაც არ უნდა ...
არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვყვები და რატომ ვწერ ...გული მატკინა ძალიან .. ((
მაინტერესებს სწორად მოვიქეცი რომ არ ვუთხარი მიზეზი და უმიზეზოდ რომ დავშორდი, და ამის გამო საზიზღარი რომ ვგონივარ ?? (((