x
image
რუსუდან ბერიძე
სურდო გაქვთ და აფთიაქში წასვლას ვერ ახერხებთ?
image

თუ ძლიერი სურდო დაგემართათ და აფთიაქში წასვლას ვერ ახერხებთ, მოსინჯეთ ხალხური რეცეპტი იმ სასარგებლო პროდუქტებიდან რაც სახში მოგეპოვებათ.

1.თაფლი.

გავაკეთოთ მარლის 2 ტამპონი, დავასველოთ თაფლში და ჩავიდოთ ღრმად ცხვირის ორივე ნესტოში.


2.თაფლიანი წვეთები.

სუფთა ფუტკრის თაფლი გავხნათ თბილ წყალში, (არაუმეტეს 40° С)პროპორციით 1:2 და ჩავიწვეთოთ ცხვირში 5-8 წვეთი, 3-4ჯერ დღის განმავლობაში.

3.ხახვი და თაფლი.

3 ს.კოვზ ხახვის წვენს დავასხათ 2ს.კოვზი ანადუღარი თბილი წყალი.დავამატოთ 1ჩ.კ.ნატურალური თაფლი, მოვურიოთ და დავაყენოთ 1 საათი, შემდეგ მარლაში გავწუროთ და ჩავიწვეთოთ ცხვირში 4-5 წვეთი, 3-4ჯერ დღეში.

4.კვერცხი.

მოვხარშოთ 2 კვერცხი, ცოტა შევაგრილოთ და მივიდოთ ცხვირის ორივე ნესტოზე გარედან, ვიდრე არ გაგრილდება.

5.ორცხობილა.

ცხელ ტაფაზე დავდოთ ორცხობილა და როცა ის კვამლს აუშვებს დაწვის შედეგად, ვისუნთქოდ ორივე ნესტოთი 2-3 წუთის განმავლობაში.ასე გავაკეთოთ დღეში რამდენჯერმე და სურდოც სწრაფად გაქრება.(ძველი ხალხური საშუალებაა)

მოხარული ვიქნები თუ ჩემი რჩევებით ცოტათი მაინც შევძლებ თქვენს დახმარებას ძვირფასო მკითხველებო.

ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!






3
511
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
511
  
2013, 28 ნოემბერი, 12:15
მადლობა ჩემო კარგო.
2013, 28 ნოემბერი, 12:09
ახლა ყველა გაცივებულია,ისეთი დროა.ჯანმრთელობას გისურვებ
2013, 28 ნოემბერი, 12:07
დღეს მემგონი დამჭირდება. :(
0 1 3