კერძები ბოსტნეულისაგან ჟულიენი კარტოფილში 2013, 27 ნოემბერი, 21:11 ინგრედიენტები: ● კარტოფილი - 4 ცალი ● სოკო - 400 გ. ● კარაქი - 100 გ. ● ფქვილი - 1/2 სუფრის კოვზი ● ნაღები - 250 მლ ● ყველი - 100 გ. ● მარილი და წიწაკა - გემოვნებით მომზადება: ეს საოცრად სანახაობრივი კერძი გააოცებს თქვენს სტუმრებს. კერძში ჭურჭლის მოვალეობას კარტოფილი ასრულებს. მოგრძო ფორმის დიდი კარტოფილი გავრეცხოთ და გავჭრათ სიგრძეზე 2 ტოლ ნაწილად. შემდეგ ჩაის კოვზის დახმარებით გავაკეთოთ კარტოფილის "ნავი", რომლის კედლების სისქეც 5-7 მმ იქნება. შემდეგ მასში ჩავასხათ ცივი წყალი, რათა კარტოფილი არ გაშავდეს. ამასობაში გავადნოთ კარაქი და მოვშუშოთ მასში სოკო. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ფქვილი. შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ნაღები და წამოვადუღოთ 3-4 წუთი (სანამ არ შესქელდება). შემდეგ მიღებული მასა მოვათავსოთ კარტოფილის "ნავებში". თითოეულ "ნავს" ზემოდან დავადოთ პატარა კარაქის ნაჭერი და მოვახაყროთ მარილი და წიწაკა. შემდეგ შევდგათ ღუმელში 180-200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ღუმელში და დაველოდოთ 15 წუთი. ამის შემდეგ გამოვიღოთ, მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში კვლავ 15 წუთით. კარტოფილი ოქროსფერს რომ მიიღებს, კერძიც მზად იქნება. ჭამისას ფაქიზად მოიქეცით, რადგან შესაძლოა "ნავიდან" კარაქის "მდინარე" დაიღვაროს. გემრიელად მიირთვით 742 9-ს მოსწონს
|