x
image
ირე
ყველაზე სასარგებლო წვენები
image

ყველა წვენი სავსეა სასარგებლო მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს. ანტიოქსიდანტებით ყველაზე მდიდარია შავი ყურძნის წვენი.მისი სამკურნალო თვისებები იმდენად ძლიერია, რომ ის კარგ წითელ ღვინოს უტოლდება.

და რომელი წვენები უნდა მივიღოთ ავადმყოფობის თავიდან აცილების მიზნით?

image


ყურძნის წვენი-შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კალორიებით. ამ უკანასკნელის შესამცირებლად, რეკომენდირებულია წვენი გაზავდეს წყლით.

image

ფორთოხლის წვენი-მდიდარია C ვიტამინით. ფორთოხლის წვენი რეკომენდებულია გაცივების, გრიპის, ხველებისა და სურდოს დროს. ფორთოხალი მდიდარია ბიოფლავონოიდებით, რომლებიც ანეიტრალებენ ნაადრევად დაბერების ხელისშემწყობ თავისუფალ რადიკალებს. ის ასევე რეკომენდირებულია ფსიქოლოგებისა და თერაპევტების მიერ დეპრესიის მკურნალობისას.

image

გრეიფრუტის წვენი-შეიცავს განსაკუთრებულ ელემენტს ნარგინგის, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ცხიმის წვას. ასევე მიზანშეწონილია აღნიშნული წვენის მიღება უძილობის დროს.

image

სტაფილოს წვენი-ხელს უწყობს ტვინის "გამართულ" მუშაობას. ის არის ძალიან სასარგებლო და აძლიერებს ნერვულ სისტემას. სტაფილოს წვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თავის გარეგნულ იერზე ზრუნავს. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ფერს და მდგომარეობას. აძლიერებს თმას და სასიცოცხლო ტოუსს უბრუნებს, დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე.

image

ტომატის წვენი-ის შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო მჟავეებს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს.ამ წვენს აქვს ყველაზე დაბალი ენერგეტიკული ღირებულება 230 კკალ ერთ ლიტრ წვენზე. ის ძალიან კარგად უმკლავდება შიმშილსა და წყურვილს.

image


ვაშლის წვენი-ის მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.

image

აუბლის წვენი-ალუბლის წვენი კი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ინფექციური დაავადებების დროს, რეკომენდებულია, მივიღოთ, როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ალუბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ასევე კარგად კლავს წყურვილის გრძნობას.

0
214
შეფასება არ არის
ავტორი:ირე
ირე
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0