სხვა ყველაზე სასარგებლო წვენები 2013, 27 ნოემბერი, 15:01
ყველა წვენი სავსეა სასარგებლო მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს. ანტიოქსიდანტებით ყველაზე მდიდარია შავი ყურძნის წვენი.მისი სამკურნალო თვისებები იმდენად ძლიერია, რომ ის კარგ წითელ ღვინოს უტოლდება.
და რომელი წვენები უნდა მივიღოთ ავადმყოფობის თავიდან აცილების მიზნით?
ყურძნის წვენი-შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კალორიებით. ამ უკანასკნელის შესამცირებლად, რეკომენდირებულია წვენი გაზავდეს წყლით. ფორთოხლის წვენი-მდიდარია C ვიტამინით. ფორთოხლის წვენი რეკომენდებულია გაცივების, გრიპის, ხველებისა და სურდოს დროს. ფორთოხალი მდიდარია ბიოფლავონოიდებით, რომლებიც ანეიტრალებენ ნაადრევად დაბერების ხელისშემწყობ თავისუფალ რადიკალებს. ის ასევე რეკომენდირებულია ფსიქოლოგებისა და თერაპევტების მიერ დეპრესიის მკურნალობისას. გრეიფრუტის წვენი-შეიცავს განსაკუთრებულ ელემენტს ნარგინგის, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ცხიმის წვას. ასევე მიზანშეწონილია აღნიშნული წვენის მიღება უძილობის დროს. სტაფილოს წვენი-ხელს უწყობს ტვინის "გამართულ" მუშაობას. ის არის ძალიან სასარგებლო და აძლიერებს ნერვულ სისტემას. სტაფილოს წვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თავის გარეგნულ იერზე ზრუნავს. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ფერს და მდგომარეობას. აძლიერებს თმას და სასიცოცხლო ტოუსს უბრუნებს, დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე. ტომატის წვენი-ის შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო მჟავეებს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს.ამ წვენს აქვს ყველაზე დაბალი ენერგეტიკული ღირებულება 230 კკალ ერთ ლიტრ წვენზე. ის ძალიან კარგად უმკლავდება შიმშილსა და წყურვილს. ვაშლის წვენი-ის მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. აუბლის წვენი-ალუბლის წვენი კი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ინფექციური დაავადებების დროს, რეკომენდებულია, მივიღოთ, როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ალუბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ასევე კარგად კლავს წყურვილის გრძნობას. 214 შეფასება არ არის
|