x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თამთა უკვე დავკარგეთ და მაიას სიცოცხლე მაინც გადამირჩინეთ! (ეს ყველამ უნდა ნახოთ)

image2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მიზეზი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილის, 26 წლის მაია მიქაუტაძის სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მის გადასარჩენად ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება - ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო. "კვირის პალიტრა" თამთა ლიპარტელიანის დედას, ლეილა ასათიანს დაუკავშირდა:



image- ჩემი დისშვილი თამთას ტოლია. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მაიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და 26 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რაც საქართველოში არ კეთდება. თურქეთის კლინიკამ ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნა, რამაც თავზარი დაგვცა - 160 ათასი დოლარი. სასწრაფოდ შევადგინეთ გასაყიდი ქონების ნუსხა, მაგრამ ცხადია, ეს ვერ გვიშველის...

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო 10 ათასი დოლარი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა დამატებითი თანხები მოსაძიებელია. თხოვნით მივმართავ კეთილ ადამიანებს: თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, თამთა უკვე დავკარგეთ და იქნებ მაიას სიცოცხლე მაინც შეგვინარჩუნოთ. მაიას ბავშვობაში გადატანილი ჰქონდა მძიმე დაავადება, აღარ გვეგონა, თუ უფრო რთული ფორმით გაუმეორდებოდა, მაგრამ... თამთას ამბავი ძალიან განიცადა, ერთი თვე თითქმის არაფერს ჭამდა, სულ ტიროდა. ყველას ვთხოვ: ნუ მივცემთ სიკვდილს სიცოცხლეზე გამარჯვების უფლებას!


პ. ს: ვითვალისწინებთ ქალბატონი ლეილას თხოვნას და ვაქვეყნებთ მაია მიქაუტაძის საბანკო ანგარიშს:
სს "თიბისი ბანკი".

საბანკო კოდი:


TBCBGE22
ა/ნ: GE38 TB76 66545161 600002
მიმღები: მაია მიქაუტაძე. თბს PAY-ს ნებისმიერი აპარატიდან კი: პ. ნ. 60001115281, მაია მიქაუტაძის დაბადების თარიღია 10.10.1987წ. ასევე, შესაძლებელია დარეკოთ "მაგთისა" და "ბილაინის" ნომრიდან: 09 01 70 00 56; ზარის ღირებულება ერთი ლარია.

3
539
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
539
  
2013, 27 ნოემბერი, 19:57
მეც დავდე ეს ერთხელ და იმედია ერთი ლარის ჩარიცხვის მიზეზი მაინც გავხდი...ღმერთო დაეხმარე
2013, 27 ნოემბერი, 14:08
როგორ მეცოდებიან:(
2013, 27 ნოემბერი, 14:06
რა სჭირს ამ ოჯახს?:(
0 1 3