ჯანმრთელი კვება საუზმისთვის სასარგებლო პროდუქტები-ხუთი რეცეპტი ჯანსაღი კვებისთვის 2013, 10 დეკემბერი, 20:53 კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, დღის განმავლობაში საუზმის, სადილის ან ვახშმის დროულად მირთმევა.
დღის რაციონში ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი პროდუქტი. საუზმესთან ერთად ორგანიზმი ღებულობს ყველა სასარგებლო მიკროელემენტს, რომლებიც ხელს უწყობს მხნეობის აღდგენას ძილის შემდეგ და ენერგიით მომარაგებას.
სწორად შერჩეული საუზმე განაწყობს ორგანიზმს პროდუქტიული მუშაობისთვის დღის პირველ ნახევარში. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია დღის სწორად დაწყება, უარი თქვით ჩვეულ ტკბილეულობაზე, ბუტერბროდებზე და აირჩიეთ ჯანსაღი პროდუქტები საუზმეზე.
მაშ ასე, რომელი საკვებით უნდა დავიწყოთ დილა, რომ სადილობამდე არ მოგვშივდეს და დაღლილობა არ ვიგრძნოთ? ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცილებს, მინერალურ ნივთიებებებს, ლაქტოზას, ცხიმს, ფერმენტებს და სხვადასხვა ჯგუფის 12 ვიტამინს. ასევე მდიდარია კალციუმით, რკინით და ფოსფორით, მისი კვებითი ღირებულება აღემატება რძისას. ![]() შეურიეთ ბლენდერში ხაჭო და ახალი ან გაყინული კენკრა მსუბუქი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. სურვილის მიხედვით დაამატეთ მიუსლი ან თაფლი. თუ ხილის ნაცვლად ხაჭოს მწვანილს შეურევთ მიიღებთ ხაჭოსმაგვარი ყველის მასას, რომელიც შეგიძლიათ ხრამუნა პურზე გადაუსვათ. ქათმის კვერცხი მდიდარია А, Е, D და В ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, ფოსფორით და სელენით. კვერცხის რეგულარული მიღება ამაღლებს იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს სტრესებთან და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ![]() ხილი დიეტოლოგები გვირჩევენ ყოველდღიურად მივიღოთ ახალი ხილი. საუზმისთვის გამოდგება ციტრუსები, ყურძენი, ატამი, გარგარი და მანგო. ეს პროდუქტები მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ამაღლებს განწყობას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. საუზმე ხილისგან ![]() ხილისგან საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამდენიმე წუთი-დაჭერით ხილი კუბიკებად, ზემოდან მოასხით უცხიმო იოგურტი. შვრიის ფაფა (ჰერკულესი) თითქმის არ შეიცავს ცხიმს და ქოლესტერინს, მდიდარია В1, Е ვიტამინებით და მინერალებით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, თუთიით. ჰერკულესი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის, ის ამცირებს "ცუდი ქოლესტერინის" დონეს, არეგულირებს შაქრის შემცველობას სისხლში და გაგათავისუფლებთ ჭარბი წონისგან. ![]() იოგურტი აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, თუთიას და ბევრ სასარგებლო ვიტამინს. საუზმისთვის აირჩიეთ ნატურალური იოგურტი ტკბილი დანამატების გარეშე. ![]() 1932 5-ს მოსწონს
|