x
image
რუსუდან ბერიძე
გინდათ დაიმუხტოთ უსაზღვრო ენერგიით მთელი დღის განმავლობაში და წონაშიც დაიკლოთ?
image

საუკეთესო საშუალება იმისთვის რომ აიმაღლოთ განწყობილება, როდესაც ტკბილეულის მიღებაზე უარის თქმა გიწევთ ის არის, რომ დღე დაიწყოთ ვიტამინებით გაჯერებული კოქტეილით.

გაანებივრე საკუთარი თავი საყვარელი ხილითა და ბოსტნეულით, რომელსაც სხვადასხვა პროპორციით შეურევთ.მიიღება მსუბუქი და სასარებლო კოქტეილი, რომელიც დაგმუხტავთ ენერგიით და წონაშიც არ მოიმატებთ, პირიქით უფრო დაიხვეწებით და მიუახლოვდებით თქვენს საოცნებო ფიგურას.

ამას ადვილად რომ მიაღწიოთ, გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს:თუ გავაკეთებთ ტრადიციულ ციტრუსების მიქსს და მას დავუმატებთ ახალი ჯინჯერის წვენს, უფრო სასარგებლო კოქტეილი მიიღება.რადგან ჯინჯერს გააჩნია მრავალი შესანიშნავი თვისება.მაგალითად ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამცირებს ქოლესტერინს სისხლში და ზრდის მეტაბოლიზმს.


შეგვიძლია მოვამზადოთ ბანანისა და ფორთოხლის კოქტეილი ჯინჯერის დამატებით.

ეს ასე მზადდება:3 ბანანი+1ჩ.კ.გახეხილი ჯინჯერი+1ს.კ თაფლი+400 მლ.ნატურალური იოგურტი+2 ფორთოხლის წვენი+1ლიმონის წვენი.ყველა კომპონენტი მოვათავსოთ ბლენდერში და გადავაქციოთ ფაფად.თუ გვინდა დავუმატოთ ყინული ან მინერალური წყალი გემოვნებით, როგორიც მოგვწონს.

თქვენი ორიგინალური ვიტამინების კოქტეილი მზად არის.დახუჭეთ თვალები და ისე მოსვით.იგრძნობთ როგორ დაიმუხტება თქვენი ორგანიზმი უსაზღვრო ენერგით და როგორ მხნედ იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში.



გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!


0
355
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0